თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2014, 15:00
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3739,
კომენტარები: 13
ქურდობა პრემიერ ლიგაში
ყველაზე სარფიანი ტრანსფერები პრემიერ ლიგაში.
ქურდობა პრემიერ ლიგაში
პრემიერ ლიგის დაარსების ისტორიიდან უამრავი ფეხბურთელი ყოფილა, რომელმაც დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზა და დაგვამახსოვრა საკუთარი თავი. დღევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე ასტრონომიული თანხები იხარჯება ფეხბურთელების შესაძენად, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებმა მიზერულ თანხად შეიძენეს, მაგრამ მათი "სამუშაო" შეუფასებელი დარჩა. მოდით, ერთად გადავავლოთ ბოლო 20 წლის განმავლობაში პრემიერ ლიგაში განხორციელებულ "ქურდობის" ტოლფას ტრანსფერებს.

1. "არსენალი" - პატრიკ ვიეირა

"არსენალის" მიერ იაფად შეძენილ ფეხბურთელებზე საუბრისას ალბათ ყველას გვახსენედება ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ნიკოლას ანელკა, სესკ ფაბრეგასი ან რობინ ვან პერსი. მაგრამ ალბათ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მათ შორის პატრიკ ვიეირა პირველ ადგილს იკავებს.

ვიეირა არსენ ვენგერის პირველი შენაძენია, რომელიც ფრანგმა მენეჯერმა შეისყიდა 3.5 მილიონად 1996 წელს. იმ დროისთვის ვიეირა ნამდვილად არ იყო ცნობილი სახე ჩრდილო ლონდონში. თუმცა ვიეირას არ დასჭირვებია დიდი დრო, რომ დაემტკიცებინა მისი შესაძლებლობები. იგი ორჯერ ზედიზედ დაეხმარა კლუბს მოეგო პრემიერ ლიგისა და FA-ს თასი. მოგვიანებით კი ის კლუბის კაპიტნად დაასახელეს.

არსენალის ფანებს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ ლეგენდარული ფრანგის დუელები ლეგენდარულ როი კინთან.



2. "ასტონ ვილა" - კრისტიან ბენტეკე

კრისტიან ბენტეკემ დაამტკიცა, რომ რთულად შესაჩერებელი თავდამსხმელია, როდესაც იგი 2012 წელს "ასტონ ვილას" შეუერთდა. 7 მილიონად შეძენილმა ბელგიელმა ორმაგად მეტი "გადაუხადა" საკუთარ კლუბს, ვინაიდან მრავალჯერ დაეხმარა მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გოლი კლუბს და დაამყარა კლუბის რეკორდი (18 გოლი) პირველივე სეზონში.

მიუხედავად იმისა, რომ მას ბოლო დროს ტრავმები აწუხებს, 23 წლის თავდამსხმელი უფრო და უფრო დაიხვეწება და "ასტონ ვილას" ქომაგები იმედოვნებენ რო მათი საყვარელი კლუბი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ბელგიელს.



3. "ბარნლი" - სტივენ ფლეტჩერი

ბარნლიმ პრემიერ ლიგაში 2009/2010 წლების სეზონში გადმოინაცვლა და მაშინვე შეიძინა სტივენ ფლეტჩერი 3 მილიონად. ეს უდიდესი თანხა იყო ისეთი პატარა კლუბისთვის, როგორიც "კლაერტსია", თუმცა ფლეტჩერმა 12 გოლის გატანა შეძლო პირველივე სეზონში.

სტივენის გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა "ბარნლის" პრემიერ ლიგაში დასარჩენად, მაგრამ იგი იმ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა კლუბმა და ფლეტჩერმა აჩვენა, რომ იგი ნამდვილად პრემიერ ლიგის დონის ფეხბურთელია.

4. "ჩელსი" - ფრენკ ლამპარდი

11 მილიონი ფუნტი ალბათ არ არის გამორჩეული თანხმა პრემიერ ლიგის ყველაზე მდიდარი კლუბისთვის, მაგრამ როცა საუბარი ფრენკ ლამპარდის ტრანსფერზე მიდგება, რომელიც ახლა "ჩელსის" საუკეთესო ბომბარდირია, ეს უფრო ცოტად წარმოაჩენს მასში გადახდილ თანხას.

13 დაუვიწყარ სეზონში, ფრენკმა 211 გოლის გატანა მოახერხა და ახლა "არისტოკრატებისთვის" ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც დავიწყებას არასოდეს მიეცემა. გოლების გატანის გარდა, მან შესანიშნავი რეკორდი, 164 გასვლაზე ჩატარებული მატჩი მიიწერა აქტივში, რომელიც არცთუ ისე ადვილი დასამხობია.

5. "კრისტალ პალასი" - იან რაითი

იან რაითი პრემიერ ლიგაში არ მყოფი გუნდის, გრინვიჩის ღირსებას იცავდა, როდესაც "არწივებმა" მისი ტალანტი შენიშნეს. ტრანსფერის თანხა საიდუმლოდ შეინახეს კლუბებმა. 117 გატანილი გოლის შემდეგ კი, "არწივების" ბუდეს "მეთოფეები" მიადგნენ და 2.5 მილიონად გადაიბირეს რაითი. დიდი მოგების მიუხედავად, "სელჰუსტ პარკმა" იანის შესანიშნავი ფეხბურთი იხილა.

6. "ევერტონი" - ტიმ კეჰილი

როდესაც შენ ფიქრობ "ევერტონის" დიად ფეხბურთელებზე, ბევრი დრო არ დაგჭირდება იმისთვის, რომ თავში კეჰილის გვარმა გაგიელვოს. ავსტრალიელი შესანიშნავად გამოიყურებოდა "ტკბილეულების" რიგებში, ჩაატარა 226 მატჩი და გაიტანა 56 გოლი მერსეისაიდის ლურჯი მხარისთვის.

დასამახსოვრებელი მატჩების გარდა, "ევერტონს" მისი ტრანსფერი 1.5 მილიონი ფუნტი დაუჯდა "მილუოლიდან" გადმოსაბირებლად. მან შეიძლება 2012 წელს დატოვა მერსეისაიდი, მაგრამ ამა წლის მუნდიალზე მის მიერ გატანილმა გოლმა დაგვანახა, რომ იგი ტოპ კლასს ისევ ინარჩუნებს.



7. "ჰალ სიტი" - მატი ფრაიტი

ფრაიტს ტრავმის საფასურის სანაცვლოდ მიეცა შანსი რომ დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები. "ჰალ სიტიში" 1.5 მილიონად გადასვლის შემდეგ იგი 4 სეზონიდან 3 სეზონის ბომბარდირი გახდა. ფრაიტი იმ გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, რომელიც გასულ წელს FA CUP-ის ფინალში გავიდა მატი კი სამუდამოდ ემახსოვრებათ "KC სთედიუმზე".



8. "ლესტერ სიტი" - მაზი იზეტი

მაზი იზეტი მართლაც რომ გამორჩეული ფიგურა არის "მელიებისთვის", ვინაიდან მან კლუბის მაისური 269-ჯერ მოირგო და 37 გოლის გატანა მოახერხა. ეროვნებით თურქი ფეხბურთელი "ლესტერს" 1996 წელს მხოლოდ და მხოლოდ 800.000 ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და მომავალში კლუბის ლეგენდად იქცა. როდესაც "ლესტერზე" ფიქრობთ, სწორედ იზეტი უნდა გაგახსენდეთ ამ გუნდის ფეხბურთელებიდან.



9. "ლივერპული" - სამი ჰიპია

"ლივერპული" ინგლისისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მის რიგებში კი მრავლად არიან ფეხბურთელები, რომელთაც საკუთარი სახელი დატოვეს "ენფილდზე". ერთ-ერთი მათგანი სამი ჰიპია, რომელიც გუნდს ჰოლანდიური "უილიამ მეორედან" 2.6 მილიონად შუერთდა და დაეხმარა მერსისაიდელებს ისეთ მატჩებში, როგორიც 2005 წლის ფინალია.



10. "მანჩესტერ სიტი" - ჯო ჰარტი

მას შემდეგ რაც "მანჩესტერ სიტი" არაბმა ინვესტორებმა შეისყიდეს, 2008 წელს, გუნდი უზადოდ დიდ თანხას ხარჯავს სატრანსფერო ფანჯარაზე. მათ უამრავი კარგი ფეხბურთელის ყურადღებაც მიიქციეს მაღალი ხელფასის მეშვეობით.

თუმცა ჯერ კიდევ 2006 წელს, ჯო ჰარტი გუნდს 600.000 ფუნტად შუერთდა "შრესბურიდან" და ახლა იგი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. მიუხედავად დახარჯული უამრავი თანხისა, "სიტის" უფროსობამ ჯოს ნდობა გამოუცხადა და ამ უკანასკნელმაც სიკეთით და უმაღლესის კლასით დაუბურნა მადლობა მშობლიურ კლუბს.



11. "მანჩესტერ იუნაიტედი" - ოლე გუნარ სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ყველაზე წარმატებული კლუბია და მის რიგებში უამრავ ტოპ კლასის ფეხბურთელს აქვს ნათამაშები. მათ აგრეთვე თავის დროზე იაფად შეიძინეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ერიკ კანტონა, პიტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი არიან. სამივე მათგანი "იუნაიტედის" გმირებად შეგვიძლია შევრაცხოთ, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლათ, რადგან ამ ნომინაციაში მათ ოლე გუნარ სოლსკიაერმა აჯობა.

ბავშვის სახიანი მკვლელი კლუბის ნამდვილი ლეგენდაა და ახლაც კი ახსოვთ მისი სავიზიტო ბარათი, შეცვლაზე შემოსული გოლები, რომლითაც თავი დაამახსოვრა ფეხბურთის გულშემატკივარს. ერთ-ერთი მათგანი კი ჩემპიონთა ლიგის თასის მომტანიც კი გამოდგა. მხოლოდ ეს გოლიც კი ღირს ის 1.5 მილიონი, რომელიც კლუბმა გადაუხადა ნორვეგიულ "მოლდეს" ოლეს სანაცვლოდ.



12. "ნიუკასლი" - დავიდ ჟინოლა

1995 წელს კევინ კიგანმა მოახერხა და შეიძინა ჟინოლა 2.5 მილიონად "პარიზ სენტ ჟერმენიდან". ჟინოლამ 58 მატჩი ჩაატარა "კაჭკაჭების" შემადგენლობაში და გახდა ფანების ფავორიტი ფეხბურთელი და კლუბიდან წასვლის შემდეგაც იგი სათანადოდ დააფასეს.



13. "ქუინზ პარკ რეინჯერსი" - ტრეივორ სინკლერი

სინკლერი "ქუინზ პარკს" მხოლოდ 800.000 ფუნტის სანაცვოდ შეუერთდა 1993 წელს და გუნდის დახმარება მაშინვე დაიწყო. იგი ძალიან უსიამოვნო მეტოქე იყო პრემიერ ლიგის მცველებისთვის და გაჰქონდა ულამაზესი გოლები. მათ შორის არის "მაკრატელა" დარტყმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა 1996/97 სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ მან გადახდილი თანხა გაამართლა, 5 წლის შემდეგ იგი "ვესთ ჰემში" გაყიდეს 2.7 მილიონად და ამგვარადაც სარგებელი მოუტანა ლონდონელებს.



14. "საუთჰემპტონი" - მარიან პაჰარსი

მარიან პაჰარს ახლაც ლეგენდის სტატუსი აქვს "საუთჰემპტონში." "წმინდანებისთვის" მნიშვნელოვან მატჩში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და სრულად გაამართლა მასში გადახდილი 800.000 ფუნტი. ჯამში კი 43 გოლის გატანა შეძლო 137 მატჩში. "წმინდანები" მას არასოდეს დაივიწყებენ.



15. "სტოკ სიტი" - რაიან შოუკროსი

შენ შესაძლოა ნიჭიერებით აღსავსე იყო, მაგრამ ყველა გუნდს ესაჭიროება ბუნებით ლიდერი და კაპიტნად დაბადებული ფეხბურთელი. სწორედ ეს არის, რაც "სტოკს" რაიან შოურკოსის სახით გააჩნია, რომელიც მხოლოდ 1 მილიონად შეიძინა 2008 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან".

რაიანი დღეს "სტოკის" კაპიტანია და ამასთანავე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ცენტრალურ მცველად, რომელიც პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.



16. "სანდერლენდი" - კევინ ფილიპსი

კევინ ფილიპსმა "შავ კატებში" 7 წელი გაატარა, ჩაატარა 235 მატჩი და გაიტანა 130 გოლი. ამ სტატისტიკით იგი დღეს "სანდერლენდის" ლეგენდად მოიხსენიება. 1999/2000 წლებში, მან პრემიერ ლიგაში 30 გოლის გატანა შეძლო და გახდა როგორც საუკეთესო ბომბარდირი, აგრეთვე ევროპული ოქროს ბუცის მფლობელი. ბუნებით შემტევი, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდებოდა, "სანდერლენდს" მხოლოდ და მხოლოდ 600.000 ფუნტი დაუჯდა.



17. "სუონსი" - მიჩუ

როდესაც მიჩუ "სუონსის" შეურთდა "რაიო ვალეკანონად" 2.2 მილიონის სანაცვლოდ, იგი სრულიად უცხო სახე იყო პრემიერ ლიგის გულშემატკივრებისთვის. მხოლოდ ერთი სეზონის ჩამთავრების შემდეგ, მწვრთნელმა მიხაელ ლაუდრუპმა მის ტრანსფერს "სეზონის ქურდობა" უწოდა, ხოლო გარი ლინეკერმა კი "საუკუნის ქურდობა". შეიძლება ბატონმა გარიმ გააზვიადა, მაგრამ 52 მატჩში 20 გოლის გატანა მართლაც კარგი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა არენდით "ნაპოლიში" იმყოფება ის მაინც მაღალი კლასის მოთამაშე და უკვე "გედების" ლეგენდაა.



18. "ტოტენჰემი" - გარეტ ბეილი

"ტოტენჰემმა" ბეილი 7 მილიონად შეიძინა "საუთჰემპტონიდან", მაგრამ მაშინ არავინ იცოდა თუ რამხელა ძალას შესძენდა იგი "დეზებს". განაპირა მცველად ჩამოყალიბებული ბეილი, კინაღამ გაიყიდა "ჰამბურგში" 5 მილიონად, მაგრამ მისი შენარჩუნება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც "ტოტენჰემის" უფროსობამ მიიღო.

სამომავლოდ იგი მარცხენა ვინგერად მოგვევლინა და დაიწყო უფრო დიდ კლუბებზე შთაბეჭდილების მოხდენა. სანამ იგი კლუბს დატოვებდა, შეძლო 21 გოლის გატანა და 2013 წლის ზაფხულში მსოფლიო სარეკორდო თანხად (85.3 მლნ) "რეალს" მიაშურა. მან უკვე მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება და დიდ ძალად ითვლება "სანტიაგო ბერნაბეუზე".



19. "ვესტ ბრომვიჩი" - იუსუფ მულუმბუ

დიდებული არენდის შემდეგ, "პსჟ"-დან მულუმბუ "ვესტ ბრომვიჩში" გადავიდა 175.000 ფუნტის სანაცვლოდ 2009 წელს. ნამდვილად არ არის ბევრი კარგი ფეხბურთელი, რომელიც ამ თანხად არის შეფასებული. 27 წლის ასაკში იგი ნამდვილად კარგ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა და ალბათ საუკეთესო წლები კიდევ წინ აქვს.



20. "ვესთ ჰემი" - პაოლო დი კანიო

ვინ თუ არა დი კანიო ? არა მხოლოდ "ვესტ ჰემის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენიც. 1999 წელს, 1.5 მილიონის გადახდის შემდეგ იგი "ვესტ ჰემის" კუთვნილება გახდა და არაერთი გოლი გაიტანა "ჩაქუჩების" რიგებში. ჯამში კი 48. ნამდვილად უნიკალური ფეხბურთელი გასაოცარი ნიჭით, ეს დი კანიოა, რომელსაც მრავალი ლამაზი გოლი აქვს გატანილი "ვესთ ჰემის" მაისურით.

სტატია მოამზადა: შონ მონაგანი
სტატია თარგმნა: დაჩი ქიზიყურაშვილი

წყარო: 90min.com
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 ნოემბერი 2014 15:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან მაგარია. სათაურიც ბევრ რამეზე მეტყველებს და ფოტო ხომ საერთოდ შინაარსი love

აქედან რა თქმა უნდა ვიეირა, სოლსკიარე (სულშერი), ფაბრეგასი, დი კანიო, ბეილი, ლამპარდი, ჰარტი განსაკუთრებით გამოირჩებიან, მაგრამ თითოეულმა დანარჩენმა ფეხბურთელმა შესაფერისი სახელი დატოვა ისტორიაში. საინტერესო იყო ჩუდიკ hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
18 ნოემბერი 2014 15:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
CR რატო არაა მგონი იმსახურებს ეგ კაციც
0
№3
ავტორი: Count Alucard
18 ნოემბერი 2014 15:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რამდენი გიწვალია... derpstare მართლა კარგი სტატიაა, მაგრამ წაიკითხავს ყველა? lol
0
№4
ავტორი: RojoDiablo
18 ნოემბერი 2014 15:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
იაფად შეძენილი ფეხბურთელებიო აკო. რონალდუში კი 12 მილიონი გადავიხადეთ. ამათ ფასებს გადახედე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
18 ნოემბერი 2014 15:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
რონალდოსთვის მერე 12 მილიონი ბევრია ? wink ხვალ ზეგ პაპაჩემის ტოლა კაცი ხდება და ოქროს ბურთს იგებს
0
№6
ავტორი: RojoDiablo
18 ნოემბერი 2014 15:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
არც ეგაა ბევრი და არც ის 80 მლნ. რაც "რეალმა" გადაიხადა, მაგრამ ამათთან შედარებით ბევრია რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
18 ნოემბერი 2014 15:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
ნერვებს რატო მიშლი?
0
№8
ავტორი: red devil
18 ნოემბერი 2014 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბეილი მართლა ქურდობააა ვიერასთან ერთად :D
0
№9
ავტორი: Best 7
18 ნოემბერი 2014 18:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Olee gunari sauketesoo
0
№10
ავტორი: love united
18 ნოემბერი 2014 21:42
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მიჩუმ რა მაგრად ითამაშა ის სეზონი, ყველაზე მოულოდნელი იყო მაგის ასე ათამაშება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top