ინგლისის პრემიერ ლიგის მეთორმეტე ტურის ცენტრალური დაპირისპირების მთავარი მსაჯი მაიკ დინი იქნება. შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონში "მეთოფეებს" ეწვევა.
46 წლის ბრიტანელი მსაჯს "იუნაიტედის" მატჩები არაერთხელ განუსჯია. მათ შორის არის 2010 წელს "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის გამართული შეხვედრა, რომელიც ლონდონელთა გამარჯვებით 1-2 დასრულდა.
ეს მატჩი პრემიერ ლიგის ტიტულის პოტენციური მფლობელის გასარკვევის საშუალებას იძლეოდა.
"იუნაიტედის" მარცხი დიდწილად მთავარ მსაჯს დაბრალდა, რომელმაც "იუნაიტედის" კარში ერთი, ხოლო "ჩელსის" კარში სამი პენალტი არ დანიშნა.
გარდა ამისა, შეხვედრის მეორე გოლი, რომელიც დროგბამ გაიტანა და რომლის დახმარებითაც "ჩელსი" ორ ბურთიანი სხვაობით გავიდა წინ თამაშგარიდან იქნა გატანილი, თუმცა დინმა და მისმა კოლეგებმა გოლი ჩათვალეს.
რამდენიმე წუთში შეცვლაზე შემოსულმა ფედერიკო მაკედამ "ჩელსის" კარში გოლი ხელით გაიტანა და ანგარიში შეამცირა.
სწორედ მაიკ დინი განსჯის "ემირეიტსზე" გასამართ შეხვედრას 22 ნოემბერს.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.