თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2014, 09:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1560,
კომენტარები: 7
ბლინდი გამოირიცხა, დე ხეა სავარაუდოა
"არსენალთან" მატჩში ბლინდი ვერ ითამაშებს.
ბლინდი გამოირიცხა, დე ხეა სავარაუდოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეა "არსენალთან" შეხვედრისთვის გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავს, ხოლო დეილი ბლინდი ნამდვილად ვერ მოახერხებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე დე ხეამ ნეკა თითი დაიზიანა, რის გამოც იგი გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების დღევანდელ დაპირისპირებას გამოტოვებს, თუმცა შესაძლოა შაბათს მწყობრში ჩადგეს.

დავიდის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ანდერს ლინდეგაარდს ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ მიეცემა სასტარტო შემადგენლობაში თამაშის შანსი.

გუნდს ვერ დაეხმარება დეილი ბლინდი, რომელსაც The Guardian - ის მტკიცებით მუხლის ტრავმა აქვს და თვე ნახევარს გამოტოვებს. ტრავმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს Daily Star, თუმცა გამოჯანმრთლებისთვის საჭირო დროდ ერთ თვეს ასახელებს.

ექიმებს მოუწევთ მაიკლ კერიკის მდგომარეობაც შეაფასონ, რომელმაც ინგლისის ნაკრების რიგები ნაადრევად დატოვა.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 ნოემბერი 2014 09:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მცირე ტკივილი თუ იგრძნო მაინც შეიძლება თამაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
18 ნოემბერი 2014 09:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ციტატა: RojoDiablo
მცირე ტკივილი თუ იგრძნო მაინც შეიძლება თამაში.



მერე შეიძლება გაურთულდეს უარესად sad მაგრამ მეც მინდა რო ითამაშოს
0
№3
ავტორი: DiMaria
18 ნოემბერი 2014 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შასი თუ არის მაშინ იმედი დავიტოვოთ
0
№4
ავტორი: Mufc7
18 ნოემბერი 2014 13:02
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Wardell
18 ნოემბერი 2014 13:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მაინც მგონია რო ითამაშებს რააა. არაფერი დიდი არ არის როგორც კი წავიკითხე ამოიგდოო მაშინვე დავწყნარდი. ტეიპებს გადააკრავენ და არაფერი მოუვა მთავარია თვითონ არ იყოს წინააღმდეგი თორე მოტეხილი თითით თამაშობენ და ამოგდება არაფერია ვაფშე. აიიი ბლინდი კი მგონი კაი ხანი დაგვაკლდება თუ ACL დაუმტკიცეს შეიძლება სეზონიც გამოტოვოს ((((
0
№6
ავტორი: red devil
18 ნოემბერი 2014 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ნეტა ითამაშოს რა :/
0
№7
ავტორი: GeorgeBest
18 ნოემბერი 2014 22:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდის პოზიციას ეშველება მარა აი დე ხეა მაგრად დაგვაკლდება. ისე რაღაც პონტში კარგიც იქნებოდა ლინდეგაარდისთვის ამდენი ხნის უთამაშებელია მარა არსენალთან დე ხეას არ ყოფნა დიდი დანაკლისია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top