ხუან მატა "არსენალთან" დაპირისპირების მოლოდინშია.
სალამი ყველას.
საერთაშორისო შესვენების გამო პრემიერ ლიგაში მატჩები არ ჩატარებულა, ამიტომაც "არსენალთან" დაპირსიპირებას მოუთმენლად ველოდები.
"არსენალთან" გამართული წინა შეხვედრები კარგად მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული მეტოქეა, ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ და შენც გაძლევენ თამაშის საშუალებას. "ემირეიტსი" დიდებული სტადიონია და ვიმედოვნებ კარგად ვითამაშებთ და სამ ქულას წამოვიღებთ, რათა სატურნირო ცხრილში აღმასვლა განვაგრძოთ.
რამდენიმე დღე გვქონდა იმისთვის, რომ ფიზიკურად და მენტალურად დაგვესვენა, მაგრამ საშობაო თამაშების შესახებ რა თქმა უნდა არ დაგვივწყებია, რაც სეზონის ყველაზე რთული პერიოდია, რადგან მოკლე პერიოდში ბევრ შეხვედრას ვატარებთ.
როგორც იქნა გოლფის თამაში მოვახერხე. ძალიან მომწონს სპორტის ეს სახეობა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი, მისგან სიამოვნებას ვიღებ. რთულია კარგი დარტყმის განხორციელება, თუ იშვიათად ვარჯიშობ. მიუხედავად ამისა, მეგობრებთან ერთად გოლფის თამაში და სუფთა ჰაერზე ყოფნა მიყვარს. ეს ძალიან გამშვიდებს, თუ რა თქმა უნდა დიდი ანგარიშით არ მარცხდები.
საერთაშორისო მატჩებიდან მინდა ესპანეთის ნაკრების გამარჯვება (რა თქმა უნდა მათთან ერთად ყოფნას ვამჯობინებდი) და უეინ რუნის მეასე მატჩი გამოვყო. მხოლოდ რჩეულთ შეუძლიათ მატჩების ასეთი ნიშნულისთვის მიღწევა და მჯერა, რომ კიდევ ბევრს ითამაშებს, რასაც ვულოცავ. ამას ნამდვილად იმსახურებ უეინ.
გკოცნით ყველას და იმედი მაქვს, რომ ლონდონიდან გამომგზავრების შემდეგ თქვენთვის კარგი ამბები მექნება.
გმადლობთ აქ ყოფნისთვის.
ხუანი.
წყარო:
manutd.com