თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2014, 18:30
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1884,
კომენტარები: 7
ვიქტორ ვალდესს "იუნაიტედი" კრიზისის აღმოსაფხვრელად ვერ დაიხმარს
დავიდ დე ხეამ შესაძლოა 4 კვირა გამოტოვოს
ვიქტორ ვალდესს
"მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა 4 კვირის განმავლობაში ნომერ პირველი მეკარის გარეშე იყოს, თუკი დე ხეას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა კარის დარაჯმა ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშისას ნეკა თითი დაიზიანა.

"ბარსელონას" ყოფილი გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი, რომელიც ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს კარინგტონში გადის, ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალურთან მიახლოებულ ფორმაში, ამიტომ წითლების ხელმძღვანელობა არ ჩქარობს მასთან კონტრაქტის გაფორმებას.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ "არსენალთან" გასამართ შეხვედრაში "ეშმაკების" კარს დანიელი ანდერს ლინდეგაარდი დაიცავს, რომელსაც პრემიერ ლიგაში 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც მისმა გუნდმა "ნიუკასლი" გასვლაზე 4-0 დაამარცხა.

დავიდ დე ხეას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა "იუნაიტედში", მხოლოდ 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, წითლები ყველანირად ეცდებიან ესპანელის ახალ კონტრაქტზე დათანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიდი დიდი ალბათობით "მადრიდის რეალს" შეუერთდება. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელის მომავალი ჯერ კიდევ უცნობია, მანკუნიანელთა სამწვრთნელო შტაბი აპირებს კიდევ ერთ ესპანელ კიპერს, ვიქტორ ვალდესს გაუფორმოს კონტრაქტი, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ ვიქტორი ჯერ კიდევ შორსაა ოპტიმალური ფორმისგან.

წყარო: mirror.co.uk
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 ნოემბერი 2014 19:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აღმოსაფხვრელად თორემ არ გადაჭრას ახლა ყველა საკითხი. დადგეს ლინდეგაარდი და იქნება რამე. არც ვალდესს უთამაშია დიდი ხანი და ვიცი, რომ ჯობია ლინდეს, მაგრამ მაინც დანიელის დაყენება მირჩევნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
17 ნოემბერი 2014 19:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლინდეგაარდი იდგება და ამაში სადაო არაფერია. დე ხეას კონტრაქტზე რამხელა ჭორები აგორდა, იმედია მალე გაუფორმებენ და დამთავრდება ყველაფერი. არამგონია სადმე წასვლას გეგმავდეს
0
№3
ავტორი: AkkRed
17 ნოემბერი 2014 20:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mata tu gavushvit mgoni esec tan gayveba
0
№4
ავტორი: Best 7
17 ნოემბერი 2014 20:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
De geas kontraqtzevraambavia male gauformet
0
№5
ავტორი: DiMaria
17 ნოემბერი 2014 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვალდესს თუ დავტოვებთ მხოლოდ სათადარიგოზე, თორემ ამის ძირითადში ყურება მაგრად გამიტყდება.
0
№6
ავტორი: RedTeen
18 ნოემბერი 2014 01:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ამის იმედი არც მქონდა და არც მინდა კონტრაქტი გაუფორმონ... ლინდეგაარდი მაგარია.. ცოდოა სათამაშო დრო რომ არ ეძლევა და იმედია ახლა კარგად დაიცავს კარს თუ რა თქმა უნდა სკამმა არ გააფუჭა... დე ხეა დათანხმდება ახალ კონტრაქტს..
0
№7
ავტორი: red devil
18 ნოემბერი 2014 07:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დეხეას კონტრაქტი სასწრაფოდ :x
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top