"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს მარცხენა ხელზე ტატუ აქვს გაკეთებული, რომელიც ასე გამოიყურება - 723. ეს რიცხვი დევიდ ბექჰემის მიერ საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მორგებულ მაისურზე ასახული ციფრებია.
39 წლის ინგლისელს ხშირად DB7 - დაც ასახიერებენ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრებში მისი მაისურის ნომერს აღნიშნავს.
"სამ ლომთა" ყოფილი კაპიტანი, რომელმაც ფეხბურთი 2013 წელს მიატოვა მადრიდის "რეალში" 23 ნომარიანი მაისურით გამოდიოდა.
23 ნომრიანი მაისურისადმი ბექჰემის სიმპათია NBA-ს სუპერვარსკვლავის, მაიკლ ჯორდანისადმი კეთილგანწყობით არის გამოწვეული. ბექჰემი 23 ნომრიან მაისურს "რეალის" გარდა "მილანსა" და "პსჟ"-ში თამაშის დროსაც ატარებდა.