თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2014, 14:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1616,
კომენტარები: 9
ფერგიუსონი "იუნაიტედის" თამაშით კმაყოფილია
სერ ალექსი "იუნაიტედის" თამაშით მოხიბლულია.
ფერგიუსონი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში "წითლების" თამაშისგან სიამოვნებას იღებს.

სერ ალექსი 2013 წლის წარმატების შემდეგ კლუბს გამოემშვიდობა და პენსიაში გავიდა.

მისი წასვლის შემდეგ "იუნაიტედის" საქმე სულ უკან წავიდა - დევიდ მოიესი, რომელმაც კლუბში არაერთი ანტირეკორდი დაამყარა აპრილში 10 თვიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვეს.

მიმდინარე სეზონში კი ლუი ვან გაალის გუნდი მე-7 ადგილს იკავებს და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ოთხეულს, თუმცა კლუბს პრობლემები აქვს ტრავმიანობასთან დაკავშირებით და რამდენიმე მოულოდნელი მარცხიც განიცადა.

მიუხედავად ამისა, სერ ალექსი, რომელიც კლუბში დირექტორი თანამდებობას იკავებს მიმდინარე სეზონისგან სიამოვნებას იღებს.

"ახლა შემიძლია წავიდე და გუნდის თამაშებს სამსახურის გარეშე ვადევნო თვალი."

"ჩვენ წავაგეთ "სიტისთან", მაგრამ კარგად ვითამაშეთ. მშვენიერ ფეხბურთს ვაჩვენებთ. 11 კაცით რომ დავრჩენილიყავით, ვინ იცის რა შეიძლება მომხდარიყო."

"მე სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთისგან, სიამოვნებას ვიღებ ჩემი ოჯახისგან, ჩემი მეგობრებისგან და სიამოვნებას ვიღებ პენსიაში გასვლისგან."

"მე "იუნაიტედის" ელჩი ვარ და დირექტორთა საბჭოში შევდივარ, ასე რომ, ბევრ მატჩს ვადევნებ თვალს, მაგრამ გასახდელი ოთახის ატმოსფერო მენატრება, რა თქმა უნდა მოთამაშეებიც, მაგრამ ასევე შტაბი."

"თითოეული ადამიანი - მწმენდავები, მზარეულები, ადმინისტრაციაში შემავალი ხალხი, სათამაშო ფორმის პერსონალი. ნამდვილი ღირსეული, პატიოსანი ხალხი. ისინი დიდი ხანია არ მინახავს, ახლა კი ვაპირებ."
- განაცხადა ფერგიუსონმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 ნოემბერი 2014 14:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენ ის თქვი ჩვენ როგორ გვენატრები.

როცა "იუნაიტედის" გულშემატკივარი გავხდი და თვალის დევნება დავიწყე ფეხბურთისთვის, ეს გუნდი ფერგიუსონის გარეშე ვერ წარმომედგინა. ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა წასულიყო ის გუნდიდან და "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის სკამზე წითელი ცხვირი ვეღარ დამენახა. პატარაობაში ფერგიუსონი და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემთვის ერთი და იგივე იყო. როგორც სისხლი ვერ მოძრაობს გულის გარეშე, ისე "იუნაიტედი" ვერ იარსებებდა ფერგის გარეშე.

შემდეგ კი მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო ადრე თუ გვიან. ფერგიუსონი წავიდა და მასთან ერთად "იუნაიტედის" სულიც გაქრა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ფეხბურთში მწვრთნელი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

არ ვამბობ, რომ ამით რამე დამთავრდა, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
17 ნოემბერი 2014 14:52
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფერგი 22ში პირველი ტაიმის მერე შეიარე გასახდელშიც გთხოვ sad
0
№3
ავტორი: GeorgeBest
17 ნოემბერი 2014 14:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრამ გასახდელი ოთახის ატმოსფერო მენატრება

შენ ყველას ენატრები derphappycry
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ნოემბერი 2014 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვეღარ ითმენს უკვე ისე მოენატრა იქაურობა wink love
0
№5
ავტორი: Best 7
17 ნოემბერი 2014 20:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Auu rogor momenatraa fergiis dro legenda xar fergi
0
№6
ავტორი: chudikone
17 ნოემბერი 2014 21:02
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
როგორ მჯერა რო ვან გაალის მერე ისევ ფერგი გაგვიძღვება...

როგორ მჯერა რო ვან გაალის მერე ისევ ფერგი გაგვიძღვება...

როგორ მჯერა რო ვან გაალის მერე ისევ ფერგი გაგვიძღვება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: DiMaria
17 ნოემბერი 2014 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
chudikone,
შანსი არაა. ფერგი არ დაბრუნდება. მე მის ადგილზე არ დავბრუნდები
0
№8
ავტორი: RedTeen
18 ნოემბერი 2014 01:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ნახავს love მოენატრა ძველი დრო ფერგის, ჩვენც მოგვენატრა.. :(((
0
№9
ავტორი: red devil
18 ნოემბერი 2014 07:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ერთი მიქარა ბაბუმ გიგზი მასაც უნდა დაეყენებინა სამწვრთნელო შტაბში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top