11 ოქტომბერს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა დანიის ნაკრებთან გამართა შეხვედრა, სადაც "იუნაიტედის" პირველმა ნომერმა ითამაშა და სხვათაშორის ეს შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა, როგორც დე ხეასთვის ასევე ესპანეთის ნაკრებისთვისაც, რადგან მათ მოახერხეს და სძლიეს დანიის ნაკრები ანგარიშით: 5-0. თამაშის მეორე დღეს, ანუ 12 ოქტომბერს გაკეთდა კომენტარი. ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა იულენ ლოპეტეგოს განცხადებით, დე ხეა გამოსარჩევი ფიგურაა ესპანეთში, ის აშკარად პროგრესირებს, ასევე "იუნაიტედის" პირველი ნომერია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ესპანეთის მომავალი ეროვნული ნაკრების მთავარი მეკარე გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ესპანელი მუდმივი მეკარეე არაა "იუნაიტედში" ის მაინც სასურველ ფორმაშია და ცდილობს სტადიონზე მაქსიმუმი გამოამჟღავნოს, განაცხადა ესპანეთის 21-წლამდელთა თავკაცმა.