თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2014, 21:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1448,
კომენტარები: 6
როხო: "პროცესში ვერონი ჩაერია"
მარკოს როხო "იუნაიტედში" გადასვლას იხსენებს.
როხო:
მარკოს როხო გამოტყდა, რომ "მანჩესტერ იუანიტედში" გადასვლამდე "სპორტინგს" გაფიცვა მოუწყო.

როხოს ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები ძალიან რთულად წარიმართა, რადგან შეთანხმებაში მესამე პირი ჩაერია, რომელიც როხოს ტრანსფერში გადახდილი თანხის წილს ითხოვდა.

თავად მარკოსს კი იმდენად სურდა მანჩესტერში გადასვლა, რომ აგვისტოში ლისაბონურ კლუბთან ერთად ვარჯიშზე უარი განაცხადა. სიტუაცია მხოლოდ ხუან სებასტიან ვერონის ჩარევის შემდეგ შეიცვალა.

"დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, როცა მითხრეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემით ინტერესდებოდა."

"როცა ჩემმა წარმომადგენელმა შემატყობინა ამ ამბის შესახებ, პორტუგალიაში ვიმყოფებოდი. სურდა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ არ შემეძლო. ამ ოცნებით ვცხოვრობდი."

"მოთმენა აღარ შემეძლო. აგენტს რამდენიმეჯერ დავურეკე, ხოლო როცა ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერი აღარ შედგებოდა, "სპორტინგთან" ერთად მუშაობაზე უარი ვთქვი."

"შემდეგ კი პროცესში ვერონი ჩაერია. მკაცრ მამასავეთ მომექცა და პირობა წამომიყენა."

"ერთხელ, როცა "სპორტინგთან" ერთად ვარჯიშზე უარი განვაცხადე, ვერონმა დამირეკა და მითხრა: "ნუ გაჯიუტდები. თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელი სურს, მას არ მოეშვება." ამის შემდეგ სამუშაოს დავუბრუნდი... შემდეგ კი ტრანსფერიც შედგა."
- განაცხადა როხომ.


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 ნოემბერი 2014 22:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვერონმა აგვაშენა და ვერონმა აგვიწყო ცხოვრება. დაცვის პრობლემები მოაგვარა. აი ვის უნდა ვუმადლოდეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
16 ნოემბერი 2014 22:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"როცა ჩემმა წარმომადგენელმა შემატყობინა ამ ამბის შესახებ, პორტუგალიაში ვიმყოფებოდი. სურდა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ არ შემეძლო. ამ ოცნებით ვცხოვრობდი."

კარგია როცა გუნდი გიყვარს და გუნდისთვის თამაშობ მარა მეტი მოეთხოვება და იმ თამაშის ფონზე რასაც თამაშობს სკამის მეტს არ იმსახურებს
0
№3
ავტორი: red devil
17 ნოემბერი 2014 08:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ცუდად თამაშობს ნამდვილად თორე გრანდში გადასვლა ყველას უნდა
0
№4
ავტორი: AkkRed
17 ნოემბერი 2014 09:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია ფორმის პიკს მიაღწევ და პროგრესირებადი გახდები fellow
0
№5
ავტორი: DiMaria
17 ნოემბერი 2014 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
"ნუ გაჯიუტდები. თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელი სურს, მას არ მოეშვება."


ასეა. ამიტომ ნუ გადავაყოლებთ ამ ტვისებას დე ხეას ახლა რა
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ნოემბერი 2014 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშვენიერია თუ ასე უნდოდა ჩვენთან გადმოსვლა, მაგრამ უნდა მოუმატოს, სურვილი კარგია მაგრამ მთავარი მაინც საქმეა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top