ლუი ვან გაალი დაცვის ხაზში არსებული პრობლემების აღმოფხვრას "ბაზელის" ცენტრალური მცველის, ფაბიან შარის დახმარებით აპირებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები გასულ კვირას შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელს თვალს ადევნებდნენ. ვან გაალმა შარი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნომერ პირველ სამიზნედ დაისახა.
შესაძლოა შარი ჰუმელსისა და ვლაარის ალტერნატივად მოიაზრებოდეს, რომელთა სახელები "იუნაიტედს" ასევე უკავშირდებოდა.