პორტუგალიურ "ბენფიკას" "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნიკო გაიტანის შესაძენად საჭირო თანხის რაოდენობაზე მიმართა.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს 26 წლის გაიტანის სახელს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ, თუმცა "იუნაიტედი" მისი კონტრაქტის გამოსყიდვისთვის საჭირო 36 მლნ. ფუნტს არ დაეთანხმა.
ახლა კი "ბენფიკა" მზადაა ფასი 28 მლნ. ფუნტამდე დასწიოს.
პორტუგალიური კლუბი, რომელიც გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის, იმედოვნებს, რომ "იუნაიტედი" მართლაც აპირებს გაიტანის შეძენას და მათთვის დასახელებული თანხა "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას დააკმაყოფილებს.
გადასვლის შემთხვევაში გაიტანი თანამემამულეს, ანხელ დი მარიას შეუერთდება.