"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში პორტუგალიაში იაქტიურებს.
სანამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი ფიქრობს, რომ გუნდიდან ანდერსონის გაშვებას მოახერხებს, "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლოა იგივე სახელის მქონე კიდევ ერთი ბრაზილიელი ვიხილოთ.
თუმცა ეს ანდერსონი "ბენფიკას" ფეხბურთელი, ტალისკა გახლავთ.
შემტევი ფეხბურთელი ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მას კი დიდი ხანია ადევნებენ სკაუტები თვალს.
ლუი ვან გაალმა თავისი სკაუტები 20 წლის ფეხბურთელისთვის დასაკვირვებლად პორტუგალიაში ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გაგზავნა, რომელშიც ტალისკამ შეხვედრის მიწურულს "არწივებს" "მონაკოს" წინააღმდეგ გამარჯვება მოაპოვებინა.
სკაუტები ბრაზილიაშიც გაემგზავრებიან ტალისკასთვის თვალის სადევნებლად, რომელიც სამშაბათს დიდი ალბათობით აუსტრიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
ტალისკამ, რომელსაც როგორც ძირითად ფორვარდად, ისე შემტევ ნახევარმცველად შეუძლია თამაში მიმდინარე სეზონში 10 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
"იუნაიტედის" გარდა მის მიმართ ინტერესს "ლივერპული", "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "არსენალი" და მადრიდის "რეალიც" იჩენენ.
წყარო:
mirror