თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2014, 09:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1576,
კომენტარები: 8
რუნი მიღწევით ამაყობს
უეინ რუნიმ მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
რუნი მიღწევით ამაყობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ ნაკრებში 100 მატჩიანი ნიშნულისთვის მიღწევისგან სიხარული გამოხატა.

შაბათს გამართული შეხვედრის წინ, რომელშიც ინგლისის ნაკრები სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდა უეინ რუნიმ ბობი ჩარლტონისგან სპეციალური პრიზი მიიღო, რომელიც რუნის მიღწევას მიეძღვნა.

თავად შეხვედრაში კი რუნი მშვენივრად გამოიყურებოდა - ინგლისელებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხარა და ერთი გოლიც მიითვალა, რითაც ნაკრების მესამე საუკეთესო ბომბარდირს ჯიმი გრივზს გაუთანაბრდა.

"ეს შესანიშნავი გრძნობაა. დიდი კვირა და დიდი მოვლენა გახლავთ - ვამაყობ იმით, რომ ამ მატჩზე კაპიტნის რანგში ორ შვილთან ერთად გამოვედი. ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება." - განაცხადა რუნიმ.

ნაკრების კაპიტანმა შექება დაიმსახურა თავისი მწვრთნელისგან, როი ჰოჯსონისგან, რომელმაც რუნის ლიდერის ხასიათს გასვა ხაზი.

"ეს გასაოცარი საღამო გახლდათ მისთვის. ის ჩემთვის და მთელი ინგლისური ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ღამით მან მართლაც მიიღო თავისი ჯილდო - ყველაფერი მის გამო კეთდებოდა."

"ის მეასედ გამოჩნდა ნაკრების შემადგენლობაში და გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი, რამაც ინგლისელებს გამარჯვებისკენ გაუკვალა გზა. გვიხარია მის გამო."
- განაცხადა ჰოჯსონმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 ნოემბერი 2014 10:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს საღამო მას ეკუთვნოდა და შესაბამისადაც მოექცნენ. თვითონაც კარგი იყო გუშინ. ახლა იგივე მუხტი კლუბში გამოყვეს და ჯანმრთელი დაბრუნდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: dachi_mu
16 ნოემბერი 2014 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
martlad magrad itamasha rooneym gushin.
0
№3
ავტორი: chudikone
16 ნოემბერი 2014 10:39
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი რუნი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: AkkRed
16 ნოემბერი 2014 11:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Shrek <3
0
№5
ავტორი: DiMaria
16 ნოემბერი 2014 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვულოცავ გოლსაც და 100 მატჩსაც. მაგარი იყო წუხელ
0
№6
ავტორი: Gvantsaa
16 ნოემბერი 2014 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ამაყობს და ვამაყობთ love
0
№7
ავტორი: Macklemore
16 ნოემბერი 2014 13:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეღირსება ნეტა ნაკრებში რამე ტიტული?

ეღირსება ნეტა ნაკრებში რამე ტიტული?
0
№8
ავტორი: Martial
16 ნოემბერი 2014 15:32
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ტიტულიც დაამშვენებდა რუნის სანაკრებო კარიერას და მიღწევებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top