"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, უეინ რუნიმ სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში თავის გამოჩენა მოახერხა.
გარდა იმისა, რომ რუნი ყოველი გოლით ბობი ჩარლტონის 49 გოლიან რეკორდს უახლოვდება, მას რეკორდის დამყარება შეუძლია ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობითაც.
დღეს რუნიმ 100 მატჩიან ნიშნულს მიაღწია, რომელიც გატანილი გოლით აღნიშნა.
ინგლისის ნაკრები საშინაო არენაზე სლოვენიელების წინააღმდეგ შეხვედრის 57-ე წუთზე ჯორდან ჰენდერსონის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლის შემდეგ მარცხდებოდა, თუმცა სლოვენიელთა ტრიუმფი სულ 2 წუთს გაგრძელდა.
უეინ რუნიმ სტუმრები 59-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის შესრულების შემდეგ დაამწუხრა და ნაკრებში 44-ე გოლის გატანა მოახერხა.
საბოლოოდ კი ინგლისის ნაკრებმა სლოვენიელები 3-1 დაამარცხა, რაც "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, დენი უელბეკის დუბლის წყალობით მოახერხა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.