თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2014, 19:43
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1842,
კომენტარები: 8
მიმდინარე სეზონის შეფასება: ნახევარდაცვა
როგორ მოქმედებდა ნახევარდაცვა.
მიმდინარე სეზონის შეფასება: ნახევარდაცვა
პირველ ნაწილში ჩვენ "იუნაიტედის" დაცვის ხაზზე, მის სისუსტეებსა და პლუსებზე ვილაპარაკეთ, ახლა კი მოედნის ცენტრში მყოფი ფეხბურთელების შეფასების და ვერდიქტის გამოტანის დროა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობამ და ფულის ხარჯვამ ისეთ ფეხბურთელებზე როგორებიც არიან: ანხელ დი მარია, დეილი ბლინდი და ანდერ ერერა, ჰოლანდიელ სპეციალისტს ცხოვრება გაუადვილა და დიდი არჩევნის საშუალება მისცა. თუმცა ტრავმებმა რადიკალურად შემოუტრიალეს საქმე ვან გაალს. სეზონის სტარტზე კერიკისა და ფელაინის ტრავმის მიუხედავად, ვან გაალმა მაინც შეძლო სასურველი შემადგენლობის გამოყვანა ნახევარდაცვაში.

ფლანგები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლუი ვან გაალს ძალიან დიდი არჩევანი აქვს ნახევარდაცვაში და ეს ეხება ყველა პოზიციას. ეს აძლევს სპეციალისტს საშუალებას მატჩამდე და მისი მიმდინარეობისას კორეკტივები შეიტანოს გუნდის თამაშში. ფლანგებზე ძალიან ცოცხალი და სწრაფი ფეხბურთელები არიან: ანხელ დი მარიასა და ადნან იანუზაის სახით, რომლებსაც შეტევის ორივე მხარეს თამაში შეუძლიათ და ეს ერთი-ორად ართულებს მეტოქის ამოცანას.

ანხელ დი მარია საწყის ტურებში შესანიშნავად გამოიყურებოდა და ნამდვილად ამართლებდა მასზე გაცემულ ავანსებს, 5 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა და ამასთან საგოლე გადაცემებიც უხვად ჩამოარიგა. ბევრის აზრით სწორედ ეს ხასიათი და გამარჯვებულის მენტალიტეტი აკლდა "იუნაიტედს" რონალდოს წასვლის შემდეგ. თუმცა ეს მხოლოდ საწყისი იყო, ამის შემდეგ ანხელის შედეგიანობამ მნიშვნელოვნად იკლო და ლუი ვან გაალს ისღა დარჩენია იმედოვნოს, რომ მისი შეგირდი სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს.

ახალგაზრდა ადნანი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო დევიდ მოიესის დროს, თუმცა ბელგიელმა ვერ შეძლო ჰოლანდიელის გაოცება, რის გამოც რამდენჯერმე სარეზერვო გუნდში გადასვლაც მოუწია. ამის გამო თინეიჯერს ყურები არ ჩამოუყრია და ძალას არ იშურებდა ახალგაზრდულ გუნდშიც კი. მას შრომა დაუფასდა და ბოლო 4 თამაშში პირველი გუნდის ძირითად მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება ანტონიო ვალენსიას, ის ჯერ კიდევ საუკეთესო ფორმის ძიებაშია, თუმცა ნაკლებად ეძლევა საშუალება თავი წარმოაჩინოს თავის პოზიციაზე, რადგან მოთამაშეთა არყოფნის გამო ბოლო რამდენიმე მატჩია განაპირა მცველად უწევს თამაში.

როგორც მოგეხსენებათ ლუიშ ნანი არენდის წესით არის გასხვისებული და მშობლიურ "სპორტინგში" ასპარეზობს. კიდევ ერთი ვინგერი, ინგლისელი ეშლი იანგი ნამდვილად არ შედის ვან გაალის გეგმებში, რადგან ბრიტანელის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.

ვან გაალის მთავარი ამოცანაა სანაკრებო შესვენების შემდეგ არგენტინელი ანხელ დი მარია "რელსებზე" დააბრუნოს და ძველებურად აათამაშოს, რადგან გასული ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელს ნამდვილად შესწევს ძალა, თუკი ჯამრთელად იქნება, წითლები ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნოს.

შეფასება: 6/10

ცენტრალური ზონა

ის თუ ვის აირჩევდა და გაამწესებდა ამ პოზიციებზე ლუი ვან გაალი არჩევანში შეზღუდული რომ არ ყოფილიყო, სადაო საკითხია, რადგან თითქმის მატჩი არ გავა, რომ ერთი ცენტრალური ნახევარმცველი მაინც არ აკლდეს "იუნაიტედს" ტრავმების გამო.

მაიკლ კერიკის ტრავმას, რომელიც ინგლისელმა წინასასეზონო ტურნეზე მიიღო, ნამდვილად არ გაუხარებია გუნდის თავკაცი, რადგან როგორც ჩანს "ერთგული ჯარისკაცი" მის გეგმებში შედიოდა, თუმცა არავინ იცის ვინ იქნებოდა მისი იდეალური პარტნიორი.

დეილი ბლინდი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა დღევანდელ "იუნაიტედში". მისი სტაბილურობა და დამაჯერებლობა დაფასებას იმსახურებს, თუმცა 13 მილიონ ფუნტად შეძენილმა ჰოლანდიელმა მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, რომ მისთვის საუკეთესო პოზიცია მარცხენა მცველობაა.

ანდერ ერერამ, რომლის შეძენაც ჯერ კიდევ დევიდ მოიესის დროს იგეგმებოდა, ვერადავერ მოიკიდა ფეხი ძირითადში ზურგის დაზიანების შემდეგ, მეტიც, ბოლო 4 თამაშში სტაბილურად სათადარიგოთა სკამს არ ტოვებს. გულშემატკივარი მას ახალ პოლ სქოულზსაც კი უწოდებდა და ამის საბაბს მათ ტურნეზე ანდერის ძალიან კარგი თამაში აძლევდა, მას მართლაც დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს.

კიდევ ერთი ესპანელის ბედი ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. მატა, რომელსაც ვან გაალის მოწაფემ კარისკენ მიუთითა, ვერც "იუნაიტედის" შემადგენლობაში გახდა პლეიმეიკერის პოზიციაზე ნომერ პირველი არჩევანი. 3 გოლი, მათგან ერთი გამარჯვების მომტანი "ლესტერთან", - თითქოს მყარი არგუმენტია არა? თუმცა ლუი მაინც რუნის ამჯობინებს 10-იანზე.

მივიწყებული ბელგიელი ნახევარმცველის პერფორმანსმა სასიამოვნოდ გააკვირვა წითლების თავკაცი და ბევრ გულშემატკივარსაც გაუღვივა იმედის ნაპერწკალი. მარუანმა როგორც იქნა გაიტანა სადებიუტო გოლი და საკმაოდ კარგადაც გაისარჯა ბოლო შეხვედრებში.

კერიკის დაბრუნებამ კიდევ უფრო გაუადვილა საქმე და უდრო დიდი არჩევანი მისცა ვან გაალს. ვნახოთ ვინ გახდება მისი ძირითადი წყვილი მოედნის ცენტრში.

შეფასება: 6/10

წყარო: M.E.N
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
15 ნოემბერი 2014 20:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"რაც შეეხება ანტონიო ვალენსიას ის ჯერ კიდევ საუკეთესო ფორმის ძიებაშია, თუმცა ნაკლებად ეძლევა საშუალება თავი წარმოაჩინოს თავის პოზიციაზე, რადგან მოთამაშეთა არყოფნის გამო ბოლო რამდენიმე მატჩია განაპირა მცველად უწევს თამაში." areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: Martial
15 ნოემბერი 2014 20:32
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ბლინდის სტაბილურად კარგი თამაში დასაფასებელია და დი მარიას შემდეგ საუკეთესო შენაძენია გუნდისთვის. ერერას ტრავმა რომ არა უკეთეს სედეგს აჩვენებდა და ძირითადშიც დამკვიდრებული იყო. ფელაინიმ მაგრად მოუმატა და კონკურენციაც გაიზარდა

იანუზაისგან ყველა გაცილებით მეტს ელის. დი მარიაზე დიდი ზეწოლაა მარა ისევ ისე უნდ აათამაშებდეს როგორც დასაწყისში
0
№3
ავტორი: RojoDiablo
15 ნოემბერი 2014 23:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
უმცა 13 მილიონ ფუნტად შეძენილმა ჰოლანდიელმა მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, რომ მისთვის საუკეთესო პოზიცია მარცხენა მცველობაა.


აბა რას ამბობთ კაცო. ნახევარდაცვაში ბლინდს არაფერი აქვს დასაწუნი. შრომობს, იბრძვის, პასებს ანაწილებს, ბურთს იჭერს. მარცხენა მცველად თუ აუცილებელი გახდა მხოლოდ მაშინ დადგება, თორემ ისე შანსი არაა. თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს და იქიდან არ უნდა ამოიღოს ვან გაალმა.

კერიკის დაბრუნებამ კიდევ უფრო გაუადვილა საქმე და უდრო დიდი არჩევანი მისცა ვან გაალს. ვნახოთ ვინ გახდება მისი ძირითადი წყვილი მოედნის ცენტრში.


როდისღა ვნახავთ. როდის იქნება გუნდი ოპტიმალურ მდგომარეობაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
16 ნოემბერი 2014 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აი ფლანგებზე არჩევანი აქვსო და ჩვენი გუნდის თამაშს რომ ვუყურებ მეცინება. არჩევანი უნდა გამოიყენო, თორემ აზრი არ აქვს
0
№5
ავტორი: chudikone
16 ნოემბერი 2014 08:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფლანგები მკვდარი, ცენტრი უფანტაზიო - ასეთია იუნაიტედი ბოლო 5 თამაშში. კიდე კარგ პოზიციაზე ვართ პრემიერ ლიგაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: AkkRed
16 ნოემბერი 2014 11:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Yvelaferi winaa zamtris mere gagijdebian yvelas gadauvlian <3
0
№7
ავტორი: Best 7
16 ნოემბერი 2014 19:15
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ყველაფერი წინაა მთავარია ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ!
0
№8
ავტორი: temo-scholes
18 ნოემბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
chemi el tigre dabrundeba da sheyris golebs....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top