თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2014, 14:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1634,
კომენტარები: 9
რუნი: "თასი 100 მატჩზე მეტს ნიშნავს"
უეინ რუნის ტიტულის მოგება სურს.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანს, უეინ რუნის იმედი აქვს, რომ ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებას ჯერ კიდევ შეძლებს.

ევრო 2016-ს შესარჩევი ეტაპის რანგში დღეს გასამართი შეხვედრა რუნისთვის მეასე მატჩი იქნება ნაკრების მაისურით.

რუნიმ განაცხადა, რომ ამ მიღწევით ამაყობს, თუმცა ურჩევნია ტიტული მოიგოს, რომელზეც ინგლისელები ნახევარი საუკუნის განმავლობაში ოცნებობენ.

"ეს განსაკუთრებული მომენტია ჩემთვის, მაგრამ არ მინდა ისე დამიმახსოვრონ, ვინც ნაკრებში 100 ან მეტი მატჩი ჩაატარა."

"მინდა მოვიგო თასი, რომელიც უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 100 შეხვედრა."
- აცხადებს რუნი.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 ნოემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შემიძლია ეს სიტყვები ასეც გავიგო: "გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: love united
15 ნოემბერი 2014 15:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იმედია ეღირსება ნაკრებთან ერთად 1 თასის მოგება მაინც.
0
№3
ავტორი: Count Alucard
15 ნოემბერი 2014 15:35
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ინგლისის და საქართველოს ნაკრებებს ძალიან ვამსგავსებ ერთმანეთს, ორივესგან ძალიან ბევრს ელის ხალხი და მუდამ იმედგაცრუება ხვდებათ. ინგლისის დიდი ხანი ვერაფერს მოიგებს როგორც ჩვენ დიდი ხანი ვერ გავალთ რომელიმე მნიშვნელოვან ტურნირზე. ჩვენ თიტოეულ მატჩში იმედგაცრუებულები ვრჩებით და ისინი ყოველ ჩემპიონატზე, უბრალოდ იმედგაცურების მასშტაბია სხვა, სიტუაცია ერთნაირია.
0
№4
ავტორი: chudikone
15 ნოემბერი 2014 15:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნეტა მოიგონ რამე და რას დავეძებ ევროპა იქნება თუ მსოფლიო fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Martial
15 ნოემბერი 2014 18:51
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ნაკრებს როცა დრო იყო მაშინ უნდა მოეგო და ექნა რამე. ეხლა რუნი ისე შორსაა თასისგან როგორც ჯერარდი პრემიერ ლიგის მედალთან
0
№6
ავტორი: Manchester_M
15 ნოემბერი 2014 18:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დე ჰეას შესახებ რაღაცები იწერება და თუ შეძლებთ გარკვევას რამდენად შეესაბამება სიმართლეს დამავალებთ :)
0
№7
ავტორი: RojoDiablo
15 ნოემბერი 2014 23:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
რაღაცეებში რას გულისხმობ? რეალს რომ უნდაო? ეგ ჩვენთანაც ეწერა, მაგრამ ისევე ვიცით სიმართლე ჩვენც, როგორც შენ

nika_123,
მე პირადად არაფერს არ მოველი არც ერთისგან და არც მეორისგან. ინლისის ნაკრები დიდად არ მეხატება გულზე, საქართველოს ნაკრებზე კი მხოლოდ იმის გამო, რომ ე.წ. პატრიოტული გრძნობები მაწუხებს ვერ დავამყარებ იმედებს. მათი წარმატება მიხარია, მაგრამ წარუმატებლობა ოდნავადაც არ მიტოკებს გულს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: DiMaria
16 ნოემბერი 2014 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მევასება ინგლისის ნაკრები და მინდა რამე მოიგოს, მარა არამგონია
0
№9
ავტორი: Macklemore
16 ნოემბერი 2014 13:54
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია ეურო16ზე იზამთ რამეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top