ლუიშ ნანი მიმდინარე სეზონს "სპორტინგში" გაატარებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლუიშ ნანის დაბრუნებას ზამთარში ვერ მოახერხებს.
მშობლიურ "სპორტინგში" დაბრუნების შემდეგ ლუიშ ნანიმ რეგულარული სათამაშო დრო მიიღო და ჩატარებულ 16 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.
გარდა იმისა, რომ ნანი კარგად გამოიყურება პორტუგალიის ჩემპიონატში, ის ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშითაც იპყრობს.
სწორედ ამის გამო ხმები დაირხა, თითქოს ვან გაალი ნანის ნაადრევად დაბრუნებას აპირებდა. ამას ემატება ისიც, რომ "იუნაიტედი" ფლანგებზე არც თუ დამაჯერებლად გამოიყურება.
თუმცა ნანის დროზე ადრე დაბრუნება თითქმის შეუძლებელია, რადგან კლუბებს შორის მიღწეულ შეთანხმებაში, რომლის თანახმად ნანი პორტუგალიურ კლუბს შეურთდა და მარკოს როხო "იუნაიტედში" გადავიდა, არ დევს პუნქტი, რომელიც ნანის საიჯარო შეთანხმების ნაადრევად გაწყვეტას გულისხმობს.
მიუხედავად ამისა, ნანი შესაძლოა მალე დაუბრუნდეს "ოლდ ტრაფორდს", სადაც მალე არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს შეხვდებიან.
წყარო:
M.E.N.