თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2014, 11:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2022,
კომენტარები: 10
სქოულზი: "რუნის დრო ეწურება ნაკრებთან ერთად რამის მოსაგებად"
პოლ სქოულზის გრაფა
სქოულზი:
უეინ რუნი პირველად 2002 წელს დავიმახსოვრე, როცა "ოლდ ტრაფორდზე" "ევერტონის" რიგებში შეცვლაზე შემოვიდა. თავისი 15 წუთიანი შესანიშნავი გამოსვლის განმავლობაში რამდენიმეჯერმე მოახერხა ჩემი მოტყუება. მაშინვე ნათელი გახდა, რომ ეს 17 წლის ბიჭი უდიდეს ნიჭს ფლობდა. 12 წლის განმავლობაში ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად ყოფნა - უდიდესი მიღწევაა.

29 წლის ასაკში ნაკრებში ჩატარებული 100 შეხვედრა ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი მიღწევაა. რუნის გოლები მისი ხარისხიანი გამოსვლის შედეგი გახდა. ის ახლაც კი არის ფეხბურთელი, რომლის მიმართ მთელი ყურადღებაა მიპყრობილი, როცა გარდატეხის შეტანაა საჭირო. ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული წინა შეხვედრა გამონაკლისი სულაც არ ყოფილა.

ევრო 2004-ზე ჩვენი ნაკრები პორტუგალიას დაამარცხებდა, რომ არა უეინის ტრავმა. მჯერა, რომ ჰოლანდიასაც გავცდებოდით და ფინალში გავიდოდით. ყველაფერი ელემენტარულია - იმ ტურნირზე მოწინააღმდეგეები რუნის ენერგიასა და საგოლე შესაძლებლობებს ვერ უმკლავდებოდნენ. ამის შემდეგ, როგორც სხვა ინგლისელი ფეხბურთელებიც, ისე უეინი უფრო რთულ ტურნირებზე აღმოჩნდა, სადაც ინგლისის ნაკრების წარუმატებლობა დიდი იმედგაცრუებაა.

არა მარტო ის. იმავეს თქმა შემიძლია სხვა ოთხ საერთაშორისო ტურნირზეც. როგორც გუნდი, ინგლისი არასაკმარისად კარგი იყო და 2004 წლის შემდეგ ეს ისტორია განმეორდა. უეინს მოუწევს ბალანსი იპოვოს პირად მიღწევებსა და სანაკრებო წარუმატებლობებს შორის. გოლისა და გამოჩენის აღნიშვნა მნიშვნელოვანია და სწორია, რომ დღევანდელი საღამო რუნის მიეძღვნება. თუმცა საბოლოოდ მაინც თასებით განგსჯიან, რუნის კი დრო ეწურება ნაკრებთან ერთად რამის მოსაგებად.

სქოულზი: "რუნის დრო ეწურება ნაკრებთან ერთად რამის მოსაგებად"

რუნის სადებიუტო მატჩი 2003 წელს


ავსტრალიასთან მატჩში მოედანზე ვიყავი, ყოველ შემთხვევაში პირველ ტაიმში მაინც და მახსოვს როგორ გამოჩნდა რუნი შემადგენლობაში. ის იყო მოზარდი, რომელიც ველოსიპედზე მოსეირნე ბიჭად წარმოიდგენდი. მაგრამ, ამავდროულად ის ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი იყო. არასდროს მინახავს მღელვარე - არც ინგლისის ნაკრებში პირველად გამოჩენისას, არც "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელში 18 თვის შემდეგ.

უეინი არასდროს იჯდა კუთხეში და აზრებს არასდროს იტოვებდა გონებაში. ჯერ კიდევ პატარაობისას ის თანაგუნდელებს ეუბნებოდა, თუ ვინ ითამაშა კარგად და ვინ არა. მორცხვობა - ეს უეინის სტილი არ არის. რუნი - სანიშნე ფიგურაა, სამართლიანი ადამიანი. მის ასაკში "ევერტონის" დატოვება მამაცური საქციელია, მაგრამ თუ ამის შესახებ ოდესმე უნანია, ამას არასდროს ამჟღავნებდა.

დავამატებ, რომ რუნის შესანიშნავი მუსიკალური ხმა აქვს, რომელიც გასახდელში შეგიძლიათ მოისმინოთ. მისი დუეტი ედ შირანთან ერთად ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

ფეხბურთს მივუბრუნდეთ, რომელიც მას კარგად გამოსდის. შეუძლია დასრულება, იქნება ეს უბრალოდ დამატება, თუ გონების დამძაბველი გოლი. იცის გადაცემის გადაწოდება, გრძელი თუ მოკლე. იცის თავით თამაში. შეუძლია ბრძოლა. ევრო 2004-ს დასაწყისში ის მფრინავ მანქანასავით იყო, რომელიც დაცვას თელავდა. მაგრამ დრო და დრო თქვენი თამაში უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, ის თქვენი სურვილის გარეშეც კი იცვლება.

ხალხი ამბობს, რომ რუნის შეეძლო მიეღწია იმისთვის, რასაც ლიონელ მესიმ მიაღწია, რომელიც გაცილებით ხშირად იტანს გოლებს და დრიბლინგის ხარჯზე უფრო მეტ მცველს ატყუებს. მაგრამ ისინი სხვაგვარი ფეხბურთელები არიან. ვერასდროს იხილავთ მესის, რომელიც თავის საჯარიმოსთან ახლოს მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევას ცდილობს. უეინი კი ამას მუდმივად აკეთებს და დრო და დრო ეს ენთუზიაზმი მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

უნდა გვახსოვდეს, რუნი ასეთ დონეზე 16 წლის განმავლობაში თამაშობს. მას ტრავმები ჰქონდა. როცა 30 წლის ხარ, ვერ ითამაშებ ისე, როგორც ახალგაზრდობაში. უეინი თავისი უნივერსალურობის გამოც დაზარალდა. მას შეუძლია ითამაშოს ნებისმიერ პოზიციაზე დაწყებული ორივე ფლანგიდან, დასრულებული ნახევარდაცვის ცენტრითა და "ათიანის" პოზიციით. თუმცა ჩემი აზრი იგივეა, მან ცენტრ-ფორვარდად უნდა ითამაშოს, სადაც უფრო ხშირად გააქვს გოლები.

რამდენიმე ხნის წინ მკითხეს მინდოდა თუ არა 100 მატჩიანი ნიშნულის მიღწევა, როგორც ეს სტივენ ჯერარდმა, დევიდ ბექჰემმა, ეშლი კოულმა, ფრენკ ლამპარდმა და ახლა უკვე რუნიმ მოახერხეს. ჩემი პასუხი მარტივია: არ ვთვლი, რომ ნაკრებში დასარჩენად საკმარისად კარგად ვთამაშობდი. რაღაც მიზეზის გამო სვენ-იორან ერიკსონი ჩემ გამოძახებას განაგრძნობდა. ლოიალურობისთვის მისი მადლიერი ვარ, მაგრამ 2004 წლის გამოსვლიდან გამომდინარე ჩემი განაცხადს მიღმა დატოვება ღირდა.

ჩემი დამოკიდებულება იქამდე მიდის, რომ ციფრები მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია თქვენი თამაშის ხარიხი, სანაკრებო კარიერის ბოლოს კი, რომელიც ევრო 2004-ს დაემთხვა ვგრძნობდი, რომ ძლიერ დავსუსტდი. გუნდში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. მესმოდა, რომ თუ ცუდ ფორმაში ვიქნებოდი, სერ ალექსი თამაშის მიღმა დამტოვებდა და ამან გონზე მოსასვლელად დრო მომცა. ინგლისთან ერთად კი ვგრძნობდი, რომ ფორმის აღდგენას ვერ მოვახერხებდი.

მე ვფიქრობ - მე იმედი მაქვს! - რომ რუნის კიდევ ერთი მსოფლიო პირველობა ექნება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. არ მინდა, რომ მისი საერთაშორისო კარიერა ისე დასრულდეს, როგორც ეს მრავალ ჩვენგანს შეემთხვა. უფრო ზუსტად, თარო სავსეა საკლუბო მედლებით, კარადა კი მხოლოდ კეპებით და ინგლისის ნაკრებისგან იმედგაცრუების დღეებით.

პიკე შესაძლოა პრემირ ლიგაში გადავიდეს

საინტერესო იქნება იმის ხილვა, დაბრუნდება თუ არა ჩემი ყოფილი თანაგუნდელი, ხერარდ პიკე ინგლისში თუ "ბარსელონა" მის გაყიდვას მოინდომებს. ბოლო შეხვედრაში ლუის ენრიკემ ის განაცხავს მიღმა დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ ის ნიჭიერი მცველის, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ესპანეთი და "ბარსელონა" მისთვის მისწრებაა.

სქოულზი: "რუნის დრო ეწურება ნაკრებთან ერთად რამის მოსაგებად"


მას უყვარს იმ გუნდში თამაში, რომელიც ბურთს ფლობს. საშინაო არენაზე ის კარგია, მაგრამ ინგლისის გუნდების წინააღმდეგ გასვლაზე თამაში - ეს მცველისთვის სულ სხვა დავალებაა. "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრებთან ერთად მისი წარმატება დაუჯერებელია. მაგრამ მიმაჩნია, რომ პრემიერ ლიგაში პიკეს გაუჭირდება.

წყარო: carrick.ru
სქოულზის გრაფა
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 ნოემბერი 2014 11:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ლაშა tongue

ამჯერადაც საინტერესოა როგორც ყოველთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
15 ნოემბერი 2014 12:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"რუნი - სანიშნე ფიგურაა, სამართლიანი ადამიანი." love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Wardell
15 ნოემბერი 2014 12:21
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
აუუუ გადი რააა ამ შუალედურების გადამკიდე ისევ დაითრიე ხოო? მოვრჩები ხვალ და ვნახოთ ერთი მერე :D :D :D

როგორც ყოველთვის საინტერესოა და სასიამოვნო წასაკითხი love
0
№4
ავტორი: chudikone
15 ნოემბერი 2014 12:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
''ისინი სხვაგვარი ფეხბურთელები არიან. ვერასდროს იხილავთ მესის, რომელიც თავის საჯარიმოსთან ახლოს მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევას ცდილობს. უეინი კი ამას მუდმივად აკეთებს და დრო და დრო ეს ენთუზიაზმი მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.''

ასეთი სიმართლე რამდენი ხანია არ მომისმენია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 ნოემბერი 2014 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აფსოლიტურად ვეთანხმები რიჟას იმაში რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა, თუმცა 100 მატჩი ნაკრებში რა თმქა უნდა ყველა ფეხბურთელისთვის დიდი პატივია. რაც შეეხება რუნის სანაკრებო კარიერას, ზოგადად ინგლისის ნაკრები დიდი ხანია ცუდ ფეხბურთს აჩვენებს და ამ მწვრთნელის ხელში ხო მითუმეტეს. რავიცი იმედია მოუმატებს როგორც რუნი ასევე ინგილისის ნაკრები, თორე ამ მდგომარეობაში წარმატება გამორიცხულია.

პიკეზე კიდე რავიცი რა შეიძლება ითქვას, რო ვთქვათ რო პიკეს გადმოსვლით დაცვაში ყველაფერი მოგვარდებათქო მასეც არააა, მე უფრო ახალგაზრდა და მებრძოლ მცველებზე გავაკეთებდი აქცენტს...
0
№6
ავტორი: AkkRed
15 ნოემბერი 2014 13:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Poul <3 es su simartlis mxares rogoraa
0
№7
ავტორი: Martial
15 ნოემბერი 2014 18:56
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
იმედია პიკეზე არ შეჩერდება არჩევანი. დიდი ალბატობით დაოტვებს ბარსას მარა არ მინდა ამის მოსვლა აქ
0
№8
ავტორი: DiMaria
16 ნოემბერი 2014 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან მაგარია. დღეს რუნიმ მოახერხა გოლის გატანა. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ მის პირად შედგებზე მეტად მისი ჯანმრთელობა მაღელვებს
0
№9
ავტორი: Macklemore
16 ნოემბერი 2014 13:56
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აუ სქოულზი რასაც ამბობს 90% ვეთანხმები ყოველთვის.
0
№10
ავტორი: temo-scholes
18 ნოემბერი 2014 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
faizags bazrob braat!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top