"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევით, დუგლას კოუტინიოთი დაინტერესდა.
20 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები მომდევნო კვირაში ევროპაში ჩაფრინდებიან, რათა კლუბთან მოლაპარაკებები გამართონ.
"ატლეტიკო პარანენსეს" ფეხბურთელით "მონაკო" და "ატლეტიკო მადრიდიც" ინტერესდება, რომლებიც მზად არიან 7.5 მლნ. ფუნტი გადაიხადონ მასში.
"იუნაიტედის" სკაუტები რეგულარულად ადევნებენ თვალს ბრაზილიის ჩემპიონატს და რამდენიმე კლუბთან კონტაქტიც აქვთ. დუგლასმა მიმდინარე წლის 25 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.
კოუტინიოს წარმომადგენელმა განაცხადა:"მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის შესახებ ცნობები მაქვს. თუ მათ ყიდვა სურთ, გაყიდვის სურვილიც არსებობს. მინდა ყველაფერი ოფიციალურად გავარკვიო."