17 წლის ნახევარმცველმა ჯოშ დაუთიმ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება "მანჩესტერ იუნაიტედში" და უახლოეს დროში მისი ოფიციალური წარდგენა შედგება.
"რეალ-სოლტ-ლეიკის" აკადემიაში აღზრდილი და კანადის U18 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი მეორე ახალგაზრდა შენაძენი გახდა ლუი ვან გალის ხელმძღვანელობის ქვეშ. პირველი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰოლანდიელი მცველი ტიმოტი ფოსუ-მენსის გახლავთ, რომელიც კლუბს სექტემბერში.
ამერიკულ ჟურნალ O When The Yanks-სთან ინტერვიუში, რომელიც ამერიკის მოზარდ ფეხბურთელებზე წერს, დაუთიმ განაცხადა:"ძირითადად მე ვითამაშებ U21 წალმდელთა გუნდში, მაგრამ ასაკი მაძლევს საშუალებას მონაწილეობა მივიღო U18 წლამდელთა გუნდშიც".