"იუნაიტედის" ლეგენდა პიტერ შილტონი ფიქრობს, რომ მოვა დრო და უეინ რუნი დადგება ინგლისის ნაკრების უდიდეს ფეხბურთელებთან ერთ რიგში.
"უეინი - გენიალური ფეხბურთელია. თავისი პირველი დღეებიდან ფეხბურთში, ის გახდა იმ კაცად, რომელსაც შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მას შეუძლია უმთავრესი გოლები გაიტანოს, გაუწიოს ასისტირება პარტნიორებს და იმუშაოს სხვადასხვა პოზიციებზე. რათქმაუნდა, ის შედის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელების რიცხვში ინგლისის ისტორიაში",-ციტირებს პიტერ შილტონის სიტყვებს Тalksport-ი.
"რათქმაუნდა, იმ დღეს, როდესაც ის დაამხობს ჩემს რეკორდს ინგლისის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, დამწუხრებული ვიქნები, იმიტომ რომ ყოველთვის ვამაყობდი ამით. მაგრამ, დამიჯერეთ, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც მიულოცავს უეინს ამ მიღწევას!"