თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2014, 16:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1545,
კომენტარები: 9
ბლინდი: "ნახევარდაცვაში უკეთესი ვარ"
დეილი ბლინდს ნახევარდაცვაში თამაში სურს.
ბლინდი:
დეილი ბლინდმა განაცხადა, რომ თუ მას ნახევარდაცვაში თამაშის საშუალება მუდმივად მიეცემა, საკუთარ შესაძლებლობებს დაამტკიცებს.

"კრისტალ პალასთან" დაცვის ცენტრში თამაშის შემდეგ დეილი ბლინდი ნაკრებში კიდევ ერთხელ გამოიძახეს, სადაც ნახევარცმველის პოზიციაზე თამაშობდა და მექსიკის ნაკრების კარში გოლის გატანაც მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ ბლინდი "აიაქსში" საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე იწყებდა ასპარეზობას, ჰოლანდიის ნაკრებში მას უფრო ხშირად იყენებდნენ მარცხენა მცველად. ბლინდის თქმით, მას ნახევარცველად თამაში ურჩევნია, თუმცა თუ ვან გაალის გუნდს დასჭირდება, მცველადაც ითამაშებს.

"ვფიქრობ, ნახევარდაცვა ჩემთვის საუკეთესო პოზიციაა და გუნდისთვის ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა სწორედ აქ შემიძლია."

"შესაძლოა მე უკეთ გამოვიყურები ამ პოზიციაზე, მაგრამ თუ მწვრთნელს დასჭირდება მარცხენა მცველადა ვითამაშო, ასეც მოვიქცევი. ეს არ არის პრობლემა."

"მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ინარჩუნებს ბურთს და მთელ გუნდს ეხმარება. მე ვარ მოთამაშე, რომელსაც მარტივი პასების კეთება უყვარს, მაგრამ ჯერ კიდევ გასავითარებელი მაქვს საკუთარი თავი. ვცდილობ ყოველთვის ყველაფერი გავაკეთო და ის შევასრულო, რასაც მწვრთნელი დამავალებს."
- განაცხადა ბლინდმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 ნოემბერი 2014 16:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ინარჩუნებს ბურთს და მთელ გუნდს ეხმარება.


სწორედ ეს მომწონს ამაში, რომ ყველგანაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
14 ნოემბერი 2014 16:19
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Kargi xar daley ))) cota siswrafeebs ro moumato vapshe kanFet iqnebi mara esec araushavs
0
№3
ავტორი: AkkRed
14 ნოემბერი 2014 16:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ცოტა რთული და გრძელი პასებიც შეიყვარე რა მომენატრა ეგ აოხრებული ცენტრიდან გასული 1x1ზე გასული პასი sad
0
№4
ავტორი: chudikone
14 ნოემბერი 2014 17:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: AkkRed
ცოტა რთული და გრძელი პასებიც შეიყვარე რა მომენატრა ეგ აოხრებული ცენტრიდან გასული 1x1ზე გასული პასი

ჰოდა სწორედ ერერას სჩვევია ეგეთი გადაცემები. ეს და ერერა მაგრად ავსებენ ერთმანეთს ყველანაირად. ეს ფრთხილი და თავშეკავებულია, ერერა ხისტი და კარგი მეპასე, მოკლედ კარგად ეწყობიან ერთმანეთს და მაგრად მეიმედება ამ დუეტის. ამასთანავე ბლინდი სტაბილურობითაც გამოირჩევა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Martial
14 ნოემბერი 2014 23:31
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
სადაც ითამაშა ყველგან კარგად გაართვა თავი თავის მოვალეობას, მაგრამ ნახევარდაცვა ამისთვის ყველაზე შესაფერისი პოზიცია და მანდაც დაიმკვიდრებს ადგილს
0
№6
ავტორი: Macklemore
15 ნოემბერი 2014 02:32
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან მომწონს ეს ბიჭი ჩამშლელად. პასი ძალიან კარგი აქვს. ართმევაზე არაჩვეულებრივია. ერთადერთი რაც უტრაკებს ფიზიკურობაა, მაგრამ ეგ არაფერია. მოვა ჯანზე :D
0
№7
ავტორი: red devil
15 ნოემბერი 2014 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჯანზე მოდი და მერე ნახე შენ შენი თამაში :D
0
№8
ავტორი: Wardell
15 ნოემბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
chudikone,
გეთანხმები ერერა და ეს ძაან მაგარი დუეტია. ერერას რო trough ball აქ ეგეთი ბევრ ვარსკვლავს არააქ და მაგრად ხედავს მოედანს იმედია არსენალთან ამათი დუეტი იქნება ))))
0
№9
ავტორი: DiMaria
16 ნოემბერი 2014 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ბლინდი უდგა იდგეს, მაგრამ მეწყვილე რატომღაც ვერ გამოურჩიეს ჯერ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top