დაცვის ხაზი.
მაშ ასე, თითქმის კარზეა მომდგარი ზამთრის პერიოდი, რომელიც სანაკრებო შესვენების შემდეგ 2 კვიაში დაიწყება, მანამდე კი შევაფასოთ "იუნაიტედის" განვლილი სეზონი.
ამჯერად ლაპარაკი მოგვიწევს წითლების დაცვით უნარებზე, დაწყებული დავიდ დე ხეას შესანიშნავი ფორმიდან, დამთავრებული პატრის ევრას შემცვლელი ახალგაზრდა და ნიჭიერი ლუკ შოუთი.
მეკარე ეს არის პოზიცია, დღევანდელ "იუნაიტედში", რომელიც ყველაზე საიმედო წერტილია და დე ხეას ფანტასტიური თამაში ლუი ვან გაალს მშვიდად ყოფნის საბაბს აძლევს.
ესპანელმა მეკარემ მიმდინარე სეზონის თორმეტივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად 23-კაციან განაცხადის ხშირი ცვლისა იყო ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც 1 წუთიც არ დაუსვენია.
დევიდს, რომელიც მიჩვეული იყო ისეთი ძლიერი მცველების უკან თამაშს როგორებიც არიან: რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი და პატრის ევრა, მიმდინარე სეზონში ჩვეულზე ბევრად მეტი საქმე აქვს თამაშის დროს, თუმცა ის სამუშაოს თავს შესანიშნავად ართმევს და მის დუბლიორ დანიელ მეკარეს უსაქმურად ტოვებს.
როგორც უკვე ოფიციალურად დადასტურდა, "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი კარის დარაჯი - ვიქტორ ვალდესი "წითლებთან" ერთად ვარჯიშობს და ჭორებს თუ დავუჯერებთ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს, მაგრამ დევიდს ეს საერთოდ არ ადარდებს, რადგან ის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი მეკარე "იუნაიტედში".
შეფასება: 9/10მარჯვენა მცველიეს პოზიცია აქილევსის ქუსლად იქცა "იუნაიტედისთვის", მას შემდეგ რაც 2011 წლის თებერვალში გუნდი ნევილმა დატოვა.
მართალია ბრაზილიელი რაფაელი ძალიან მონდომებული და მებრძოლი მცველია, მაგრამ ძალიან ხშირად იღებს დაზიანებებს და დასახვეწი აქვს თამაშის რამდენიმე დეტალი.
მან გამოტოვა ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა "ჩელსის" და "სიტის" წინააღმდეგ, ტრავმის გამო და ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოჯანმრთელებული.
ბრაზილიელი ძალიან კარგი მცველია, თუმცა აკლია სტაბილურობა, როგორც თამაშის ისე ჯამრთელობის მხრივ.
მის შემცვლელად ანტონიო ვალენსია მოიაზრება, რომელიც შეტევაში უფრო პროდუქტიულია ვიდრე დაცვაში.
შეფასება: 6/10 მარცხენა მცველისეზონის სტარტზე "იუნაიტედში" ეს პოზიცია არ არსებობდა, რადგან ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუნდი სამი მცველით თამაშზე გადააწყო და მთლიანი ფლანგები ვინგერებს ჩააბარა, როგორც გამოჩნდა ამ სქემამ ინგლისში არ გაამართლა და ვან გაალიც ტრადიციულ 4 მცველს დაუბრუნდა. ამან სასტარტო შემადგენლობის კარი გაუღო ლუკ შოუს, რომელიც ვერ ახერხებდა მთლიან ფლანგზე თამაშს ფიზიკური სისუსტის გამო.
ინგლისელმა თინეიჯერმა ბოლო 6 შეხვედრა ამ პოზიციაზე ჩაატარა და ის მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს. შოუსთვის ადვილი ნამდვილად არ იყო დასაწყისი, თუმცა მისმა მოტივაციამ და ბრძოლისუნარიანობამ, დაანახა "იუნაიტედის" გულშემატკივარს რომ, ლუკში გადახდილი თანხა წყალში გადაყრილი ნამდვილად არ არის.
შოუმ საუკეთესო მატჩი გასულ შაბათს ჩაატარა, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ, მისმა გარღვევამ გულშემატკივრებს დენის ირვინი და პატრის ევრა გაახსენა. მან დამსახურებულად მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი და ახლა უკვე ეროვნული ნაკრების დასახმარებლად გაემართა.
შეფასება: 7/10ცენტრალური მცველებიტრავმებმა ყველაზე მეტად სწორედ ეს პოზიცია დააზარალა და დაგვანახა რომ ვან გაალს უნდა დაეხარჯა მეტი ვიდრე 14 მილიონი, არგეტინელ მარკოს როხოზე. ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი "იუნაიტედის" ხერხემლად მოიაზრებოდნენ ვეტერანი მცველების წასვლის შემდეგ, თუმცა ტრავმებმა წითლები უხერხემლოდ დატოვა.
არგენტინელი მცველი, რომელსაც იდეაში ნემანია ვიდიჩი უნდა შეეცვალა არცთუ კარგად გამოიყურება და ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ, მანჩესტერულ დერბიში მხრის დაზიანება მიიღო და დიდი ხნით გამოაკლდება გუნდს.
ტაილერ ბლეკეტმა სეზონის სტარტზე, რამდენიმე მატჩი ჩაატარა, თუმცა აღარ გამოჩენილა მას შემდეგ რაც წითელი ბარათი მიიღო.
კიდევ ერთი აკადემიის "პროდუქტი", პედი მაკნეირი, სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა პირველ გუნდში. ახალგაზრდა ირლანდიელის ძალიან კარგმა თამაშმა მისი რეპუტაცია გაზარდა და ადგილიც დაამკვიდრებინა შემადგენლობაში.
"იუნაიტედმა" ცენტრალური მცველების მრავალი დუეტი შექმნა და "კრისტალთან" შეხვედრაში მაკნეირი-ბლინდის წყვილი მე-11 აღმოჩნდა.
მცველების ტრავმების და დისკვალიფიკაციების გამო ვან გაალს ნახევარდაცვის და შეტევის შეცვლაც კი მოუწია, იმედია ყველაფერი მალე გამოსწორდება.
შედეგი: 5/10 წყარო:
M.E.N