ხოსე პეკერმანი აცხადებს, რომ მალე გულშემატკივარი სხვა ფალკაოს იხილავს და მოცდა ნამდვილად ღირს. კოლულიმბიის ნაკრების თავკაცმა განცხადება გუშინ საღამოს გააკეთა, სანამ კოლუმბიისა და ა.შ.შ-ს ეროვნული ნაკრებები გამართავდნენ ამხანაგურ მატჩს "ფულჰემის" ქრავენ კოტეჯზე.
მუნდიალის მსგავსად, ამ შემხვევაშიც პაკერმანს მოუწევს ფალკაოს გარეშე მატჩის ჩატარება, რადგან ამ უკანასკნელს ტრავმა აქვს მოშაშუშებელი. მისი დაბრუნება კი 22 ნოემბერს, "არსენალის" წინააღმდეგ იგეგმება.
მას შემდეგ რაც "მონაკოდან" იჯარის წესით გადმობარგდა, ფალკაომ მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწიელობა. უკანასკნელად კი სასტარტო შემადგნლობაში 5 ოტომბერს მოხვდა, როდესაც მან "ევერტონის" წინააღმდეგ პირველი გოლი გაიტანა.
ყველაფერის მიუხედავად, პეკერმანს აქვს შესაძლებლობა მოიხმოს "რეალ მადრიდის" ხამეს როდრიგესი და "ლივერპულის" მთავარი სამიზნე ჯექსონ მარტინესი. "ფალკაო ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კუბშია." აცხადებს პეკერმანი. "ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში თამაშობს და ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი წვრთვნის."
"ინგლისში თამაში მისთვის ახალი გამოცდილებაა, მაგრამ ყველგან სადაც კი უთამაშია, დიდ წარმატებას მიაღწია. ეს ეხება სამხრეთ ამერიკასაც, ევროპასაც, სადაც "ატლეტიკოსა" და "მონაკოს" რიგებში გამოდიოდა. მისი ტალანტი კითხვის ნიშნებს არ ტოვებს."
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები იხილავენ ფალკაოს საუკეთესო თამაშს, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი ტრავმებისგან გამოწვეულ პრობლემებს მოაგვარებს."
ფალკაო "იუნაიტედში"
"ხალხი კითხულობს თუ ვინ იქნება ნაკრებში მთავარი ფიგურა ფალკაოს დაბრუნების შემდეგ. ის თუ ხამესი, მაგრამ ორივე მათგანი უკვე ლიდერია. ისინი კომპეტენტურებთან ერთად, თავმდალებიც არიან. ვნახავთ რა იქნება გარკვეული დროის შემდეგ."
"ახლა კი ჩვენ უამრავი შემტევი გვყავს, როგორებიც არიან: ფალკაო, ტეოფილიო გუტიერესი, ჯექსონ მარტინესი, ადრიან რამოსი და კარლოს ბაკა. დაცვაში კი ახალი ხაზი შენდება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ." - დაასრულა პეკერმანმა.