თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2014, 09:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1627,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" კლაინით ინტერესდება
"მანჩესტერ იუნაიტედს" კლაინი სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ყურადღება "საუთჰემპტონის" მარჯვენა მცველს, ნათანაელ კლაინს მიაპყრო.

"იუნაიტედი" სამი წლის წინათაც ინტერესდებოდა კლაინით, თუმცა ნათანაელმა მას უარი განუცხადა გადასვლაზე და "წმინდანები" არჩია. როგორც მოსალოდნელია, "წითლები" დანებებას არ აპირებენ და ლუკ შოუს შემდეგ "საუთჰემტონიდან" კიდევ ერთი ფლანგის მცველის გადაბირებას ეცდებიან.

ნათანაელი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელია, რაც მისი ნაკრებში გამოძახების მიზეზი გახდა.

23 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი "წმინდანებთან" 2016 წელს იწურება. როგორც მოსალოდნელია "იუნაიტედი" მარჯვენა მცველის კანდიდატურად სწორედ კლაინს განიხილავს, რომელიც რაფაელის შემცვლელი იქნება.

"იუნაიტედის" დაცვის მარჯვენა ფლანგის ძირითადი ფეხბურთელი ამჟამად რაფაელია, მაგრამ ის მეტისმეტად წუხდება ტრავმებით. გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგაში მხოლოდ 18 შეხვედრა ჩაატარა. მიმდინარე სეზონის უკანასკნელ ორ შეხვედრაში კი მის ნაცვლად ანტონიო ვალენსია ირჯებოდა ფლანგზე.

წყარო: M.E.N.
ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 ნოემბერი 2014 09:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სხვა თუ არაფერი, მარჯვენა მცველი მართლაც გვჭირდება. ამხელა გუნდი ვართ და ბოლო წლების განმავლობაში ხან სმოლინგი დარბის იქ, ხან ჯონსი, ხან ვალენსია. რა გახდა რაფაელის შემცვლელის ყიდვა ვერ ვხვდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
14 ნოემბერი 2014 10:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
იძულებულები როცა გავხდებით, იყიდიან მერე ვინმეს. თუ როგორ იყო? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: UTD-Rule
14 ნოემბერი 2014 10:31
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კლაინის ფასი სანამ გასამაგდა უნდა ვიყიდოთ აუცილებლად.. ძალიან მაგარი მცველია სწრაფი,ტექნიკური და კარგი დაცვითი უნარებით.. შეიძლება რაფაელიც კი ამოაგდოს ძირითადიდან თუ ვიყიდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: AkkRed
14 ნოემბერი 2014 10:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემს რაფიკას არ შეეხოს და გადმოვიდეს მე რას მიშლის :დ
0
№5
ავტორი: Wardell
14 ნოემბერი 2014 11:28
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კარგი მცველია თან ახალგაზრდა და ნიჭიერი. რაფიკა კი გვყავს მარა ძაან ტრავმიანობს ეგ და თან წითლებსაც იკიდებს ხოლმე შიგადაშიგ, მითუმეტეს მომავალ წელს ლიგაზეც გამოგვადგება როტაციისთვის და იყიდონ ზაფხულში
0
№6
ავტორი: DiMaria
14 ნოემბერი 2014 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მშვენიერი გადაწყვეტილებაა. საჭიროა გუნდში მარჯვენა მცველი და ასეთი ახალგაზრდა ხომ საერთოდ
0
№7
ავტორი: red devil
14 ნოემბერი 2014 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ძალიან კაი თუ იყიდიან
0
№8
ავტორი: Macklemore
15 ნოემბერი 2014 02:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კლაინი ძალიან მაგარი მცველია და დროზე თუ დავითრევთ კაი იქნება. კლიშის ტიპის მოთამაშეა და ჩემი აზრით კლიშიზე უკეთესადაც ითამაშებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top