წინა წლის ბრძოლა, რობერტო მანჩინის შეგირდების წინააღმდეგ გაგრძელდა ბოლო მატჩის ბოლო წამებამდე. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მრავალი გუნდი ეცილებოდა "იუნაიტედს" ტიტულების მოპოვებაში. შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას მოსწონს ის გუნდი, რომელიც კონკურენციას უწევს მის შეგირდებს, ამ გუნდს სერ ალექსმა "ხმაურიანი მეზობლებიც" კი უწოდა 2009 წელს... "ჩვენ ახლა გვყავს ახალი კონკურენტები, რომლებიც ტიტულის მოგებაში გვეცილებიან.გამიმართლა, რომ ამ გუნდში მოღვაწეობისას ბევრ გუნდს შევხვდი: "ლივერპული", "არსენალი", "ჩელსი" და ახლა "სიტიც".ეს ფანტასკიკურია, რადგან ინგლისის პრემიერ ლიგა არასდროს მოგცემთ მოწყენის უფლებას"– ციტატირებს სერ ალექსი manutd.com–თან.
ჩემპინობის ამბიცია ამ კლუბს 2008 წელს გაუჩნდა, როდესაც კლუბი შეიხ მანსურმა შეიძინა... "რაღაც ანალოგიური მოხდა "ჩელსის" დროს, როდესაც გუნდი რომან აბრამოვიჩმა შეისყიდა.ჩვენ მაშინვე მივირეთ ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე, რომელიც მალევე ჩაერთო ტიტულებისთვის ბრძოლაში.ჩვენ მათ უბრალოდ კონკურენციას ვერ ვუწევდით.მეორე სეზონისთვის კი ბევრი რამ გვქონდა შესაცვლელი.მესამე წელს კი ჩვენ შევძელით და ისევ დავეუფლეთ ამ თასს.ეს ბევრ ამბობს ჩვენს კლუბზე.ჩვენ ყოველთვის ვიღებთ გამოწვევებს და არ გავურბივართ მათ.ყოველთვის ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში,რაც კლუბისთვის აუცილებელი თვისებაა.ამ მომენტშიც ჩვენ შევძლებთ მწვერვალზე დაბრუნებას.მივხვდით, რომ "სიტი" ისევ იქნებოდა ერთ–ერთი პრეტენდენტი თასის მოგებისა და ამიტომ შევიძინეთ, შინჯი კაგავა და რობინ ვან პერსი.შინჯი ისევ უბრუნდება მინდორს ტრავმის შემდეგ და რობინის თამაში უბრალოდ ფანტასტიკურია.მან 13 გოლი გაიტანა უკვე ამ სეზონში.მისმა კარგმა თამაშმა კლუბი ძალიან გააძლიერა"
სერ ალექსი გამოტყდა, რომ წაგება მის გეგმებში არ შედის:"მე არასდროს ვფიქრობ იმაზე, თუ რას გავაკეთებ წაგების შემთხვევაში.აქ ეს, უბრალოდ არ მუშაობს. ამ კლუბში წაგებაზე ვერც კი იფიქრებ. დამარცხების შედეგი კი შეიძლება უზარმაზარი იყოს.ხანდახან გიწევთ განიცადოთ წარუმატებლობა, მაგრამ არასდროს არ შეეგუოთ მას.იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი კლუბი იქნება თქვენი მოწინააღმდეგე"