თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2014, 00:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1469,
კომენტარები: 6
შოუ: "გვინდა მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ვიყოთ"
ლუკ შოუ ინგლისის ნაკრების წარმატებაში დარწმუნებულია.
შოუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ იმედოვნებს, რომ კლუბში ნაჩვენებ კარგ თამაშს ნაკრების დონეზეც გადაიტანს და უახლოეს მატჩებში "სამ ლომს" დაეხმარება.

"თავს კარგად და ძლიერად ვგრძნობ. ნაკრებში პოზიტიური განწყობით მივდივარ."

"შენი ქვეყნის რიგებში თამაში სულ სხვაა. ლიგის თამაშებისგან განსხვავდება ინგლისში ეროვნული ფეხბურთი ყველასთვის ბევრს ნიშნავს."

"ამჟამად კარგი დრო არ გვიდგას, მაგრამ ყველას ვაჩვენებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. გვინდა მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ვიყოთ და ამას დრო დასჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ დღეს ჩვენი დროც მოვა."


შოუ მოუთმენლად ელოდება "სელტიკ პარკზე" შოტლანდიის ნაკრებთან დაპირისპირებას, რომელიც მისი აზრით მეტი იქნება, ვიდრე უბრალო ამხანაგური შეხვედრა.

"ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დაძაბული და დიდებული მატჩი. დარწმუნებული ვარ, მას ყველა მიადევნებს თვალს - ეჭვი არ მეპარება, სტადიონი სავსე იქნება."

"ამას ფეხბურთელები მოუთმენლად ელოდებიან. ისინი ამ მატჩს არ იღებენ, როგორც ამხანაგურს, ჩვენ მოგება და სიამოვნების მიღება გვსურს."

"დაძაბულ შეხვედრებში ნაკლებად მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ წარსულში გვინახავს, თუ რას ნიშნავს ეს მოთამაშეებისთვის და ქომაგებისთვის - ყველას სურს მოგება."

"მე მონაწილეობა მივიღე ისეთ დიდ მატჩებში, როგორიცაა "ჩელსისა" და "სიტის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრები და ყველა ნახავდით, რამდენად მონდომებული იყო თითოეული ადამიანი და რამდენს ნიშნავდა ეს მათთვის. შეუძლებელია ასეთმა რამემ არ ჩაგითრიოს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Martial
14 ნოემბერი 2014 00:18
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
არამგონია ეგ დღე მალე დადგეს. ძალიან შორსაა ინგლისის ნაკრები ამისგან

მთავარია შენ მოუმატო
0
№2
ავტორი: AkkRed
14 ნოემბერი 2014 00:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Jer unitedi mere inglisi bichoo
0
№3
ავტორი: chudikone
14 ნოემბერი 2014 08:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნეტა ეგ 12 წლიანი ოცნება ამიხდინოთ და რაღას დავეძებ. ყოველთვის ძლიერი ნაკრები ჰყავს ინგლისს, მარა ვერაფერს აღწევენ. ძალიან მინდა 2016 ში ინგლისმა წარმატებას მიაღწიოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: RojoDiablo
14 ნოემბერი 2014 09:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჯერარდი წავიდა და რაღა გაგაძლიერებეთ areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
14 ნოემბერი 2014 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩემი ფეხები არ გინდა? :D
0
№6
ავტორი: Macklemore
15 ნოემბერი 2014 02:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძველები წავიდნენ და ეხლა უფროა შანსი. თაობის მთლიანად შეცვლა ჭირდებოდა ნაკრებს. ასევე ჭირდება კარგი მწვრთნელი და იმედია მაგასაც დაინახავს ასოციაცია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top