თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2014, 00:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1736,
კომენტარები: 8
მატა: "ყველა შანსს გამოვიყენებ"
ხუან მატა შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.
მატა:
ხუან მატა აცხადებს, რომ იგი ყველა შანსის გამოყენებას ეცდება, რათა ლუი ვან გაალის გუნდში ადგილი დაიმკვიდროს.

ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოს მოსვლის შემდეგ ხუან მატამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

მატას მიმდინარე სეზონში სამი გოლი აქვს გატანილი, რომელთაგან ერთ-ერთი "კრისტალ პალასთან" გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

"როგორც ყველა გუნდში ხდება, მწვრთნელი არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, თუ ვინ ითამაშოს."

"ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ის, რაც მე გავაკეთე "პალასთან" - უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი და გუნდის დახმარებას ვეცადოთ."

"საბედნიეროდ, შაბათს ჩემი გოლი სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა."

"ეს ემოციების აფეთქებას ჰგავდა, რადგან რთული შეხვედრა გამოვიდა და რამდენიმე მატჩის განმავლობაში გამარჯვებას ვერ ვახერხებდით. ძალიან ბედნიერი ვარ."


ლუი ვან გაალის გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ამჟამად მხოლოდ მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

"ამ სეზონში გვქონდა კარგი შედეგებიც და ნაკლებად კარგი შედეგებიც, მაგრამ ჩვენ უკანასკნელი თამაშიდან დადებითი ემოცია წამოვიღეთ."

"ამის მიზეზი კი რამდენიმე ფაქტორია. სამწუხაროდ, ყველა ფეხბურთელზე არ მიგვიწვდებოდა ხელი."

"მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც გვსურდა, მაგრამ იმედი მაქვს "კრისტალ პალასთან" გამარჯვება გარდამტეხი იქნება და რეგულარულად მოვახერხებთ გამარჯვებების მოპოვებას."


წყარო: manchestereveningnews
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Martial
14 ნოემბერი 2014 00:06
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
შანსი არსენალთანაც ექნება და იმედია კიდევ შეაგდებს
0
№2
ავტორი: AkkRed
14 ნოემბერი 2014 00:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mata sastartos girsi xar shen
0
№3
ავტორი: A.HERRERA
14 ნოემბერი 2014 00:28
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Ashkarad sachiroa es Kaci moedanze imedia dainaxavs amas luic Da upro met dros miscems satamashod
0
№4
ავტორი: chudikone
14 ნოემბერი 2014 08:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყოველი მატჩის მერე ახალი ერის დაწყებას ელოდებით და ჩემი აზრით უკვე დაიწყო ახალი ერა, იმიტომ რო გუნდი აშკარად უკეთ თამადობს, უბრალოდ ამ თამაშის ანგარიშზე ასახვა უკეთ უნდა ვისწავლოთ. მატას რაც შეეხება ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა გუნდში და მისი გაშვება არ შეიძლება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: RojoDiablo
14 ნოემბერი 2014 09:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შანსი მართლაც ექნება. კრისტალ პალასთან ისე ილაპარაკა ვან გაალმა ამაზე მეგონა იქვე შეუყვარდებოდა. თუ კარგად ითამაშებს არავინ დაუკარგავს ამას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: DiMaria
14 ნოემბერი 2014 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
იმედია გექნება მატუნია
0
№7
ავტორი: red devil
14 ნოემბერი 2014 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მევასება ეს ფეხბურთელი
0
№8
ავტორი: Macklemore
15 ნოემბერი 2014 02:42
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და ყოველთვის სასიამოვნოა როცა ასეთი იგროკი ირიცხება გუნდში. ნებისმიერ მომენტში შეუძლია ერთი პასით მთელი დაცვის გაჭრა და ფორვარდის 1vs1-ზე დატოვება. ძალიან ჭკვიანია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top