თბილისი:
მანჩესტერი:
13-11-2014, 23:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2270,
კომენტარები: 0
დე ხეას ტოპ ხუთეული
დავიდ დე ხეას მეკარეთა ტოპ ხუთეული.
დე ხეას ტოპ ხუთეული
დავიდ დე ხეამ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ხუთეული შეადგინა, რომელშიც ორი "წითელი ეშმაკი" დაასახელა.

პეტერ შმეიხელი: "ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და დაუჯერებელი მეკარე იყო. მას ნებისმიერი ეტრფოდა, ვინც კი უყურებდა. მე ბავშვობაში ვუყურებდი, ახლა კი MUTV-ს დახმარებით ვადევნებ თვალს. მისი თითოეული სეივი მომწონს - რთულია რომელიმეს გამორჩევა.

ჯანლუიჯი ბუფონი: "ის ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობდა. როცა ფეხბურთელი ხარ, ხან კარგად თამაშობ, ხან ცუდად, მაგრამ ის მუდამ მაღალ დონეზე ასპარეზობდა."

იკერ კასილასი: ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს. ის ძალიან მეხმარება. როცა ეროვნულ ნაკრებში ვარ, მესაუბრება და მეხმარება.

ვიქტორ ვალდესი: მე ის მიყვარს. ის არის შესანიშნავი მეკარე და კარგი პიროვნება. ეროვნულ ნაკრებში მასთან ერთად ბევრს ვმუშაობდი. ის კი არის მეკარე, რომელიც ფეხით შესანიშნავად თამაშობს.

ედვინ ვან დერ სარი: ედვინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის იყო მშვიდი, ფეხით კარგად თამაშობდა და "მანჩესტერ იუნაიტედში" რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top