თბილისი:
მანჩესტერი:
13-11-2014, 21:18
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2246,
კომენტარები: 9
როგორ იქცა დავიდი გოლიათად
ფორვარდობიდან - საუკეთესო მეკარემდე
როგორ იქცა დავიდი გოლიათად
იყო დრო, როდესაც დე ხეა მხოლოდ სუსტი ბიჭი იყო "იუნაიტედის" მაისურით. ახლა კი ესპანელი თითქოს კედელივით არის აღმართული მცველების ზურგს უკან.

მადრიდის ერთ-ერთ დაწყებითი სკოლის სპორტდარბაზში გამოკრულია სურათი, რომელზეც ძალიან მარტივად შეგვიძლია ამოვიცნოთ პატარა, ქერა, წითელ ლოყება ბიჭი - ეს დავიდ დე ხეაა.

თითქოს რაღაც გაუგებრობაა. დავიდს, რომელიც დაახლოებით 6 წლისაა ფოტოზე, მეკარისთვის დამახასიათებელი არანაირი ამუნიცია არ აცვია. ის მოედნის ფეხბურთელის ფორმითაა, კარს კი მისი მეგობარი ივან გონსალესი იცავს.

როგორ იქცა დავიდი გოლიათად


როგორ იქცა დავიდი გოლიათად

10-წლის ასაკში.


როგორ იქცა დავიდი გოლიათად

14-წლის ასაკში. მარცხნიდან მესამე, მეორე რიგში.


კრუზი, დავიდის პირველი მწვრთნელი:"სკოლაში დე ხეა 14-წლამდე თამაშობდა, როგორც მოედნის ფეხბურთელი. ჩვენ სკოლას ფუტსალის გუნდი ჰყავდა და დავიდს შემტევად ვაყენებდი, ის საუკეთესო ბომბარდირი იყო."

ესეც თქვენ, რუდი გულიტის თეორია, რომელიც ამბობდა:"მეკარე არის მეკარე, მას არ შეუძლია წინ თამაში."

კრუზი 10 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა გუნდებს, რომელთაგან ერთ-ერთშიც დე ხეა ირიცხებოდა. აი რას ამბობს ის განვითარებულ მოვლენებზე: "მას ძალიან უყვარდა თამაში. ფუტსალი ეს არის სპორტი, რომელშიც ძალიან დაკვირვებით თამაშია საჭირო. შეხედეთ, ის საერთოდ არ ნერვიულობს როდესაც ფეხით თამაში უხდება."

ინფანტე, ძალიან მეგობრული ქალბატონი, რომელიც უკვე 23 წელია კასტილიის კოლეჯში ასწავლის, ასე განაგრძობს თხრობას დავიდის შესახებ: "ის გამუდმებით თამაშობდა ჩვენს მოედანზე, დასდევდა ბურთს მეგობრებთან ერთად. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილის დაწყების წინ კითხულობდა თუ სად იყო დავიდი, ყველამ იცოდა პასუხი (იცინის)".

სხვა პედაგოგებიც ძალიან დადებითად ახასიათებენ ესპანელს. ინგლისურის მასწავლებელი ხოსე ანტონიო ფრაილე, თავს იდანაშაულებს იმაში, რომ დავიდს გაუჭირდა ადაპტაცია ინგლისში.

"ის ძალიან შეიცვალა"-ამბობს ანტონიო "დავიდი ძალიან კარგი ადამიანია. როდესაც ჩემ ძმას სიმსიმვნე აღმოაჩნდა, მან მაშინვე გამოაგზავნა წერილი და მაისური ხელმოწერით. მახსოვს ზაფხულში ჩამოვიდა ჩვენთან და მთელი დღე მოსწავლეებთან ერთად გაატარა, ესწრებოდა ყველა გაკვეთილს. ბავშვები ძალიან გახარებულები იყვნენ."

აქ უყვართ ლაპარაკი დე ხეაზე, ქერა ბიჭზე, რომელიც "იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარეა და ბევრის აზრით სულ მალე ეროვნულ ნაკრებშიც შეუცვლელი გახდება.

ჩვენმა ჟურნალისტმა უქმეები ესპანეთის დედაქალაქში გაატარა და შეხვდა დავიდის მეგობრებს, ნათესავებს, მასწავლებლებს - ყველანი განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ მას. ისინი ასევე საუბრობდნენ დავიდის მზრუნველ მშობლებზე, რომლებიც არაფერს არ აკლებდნენ პატარა ბიჭს.

"ქალბატონი მარივი (დედა), კვირაში მინიმუმ 4-ჯერ რეკავდა სკოლაში და ძალიან სწუხდა შვილის გამო. ნერვიულობდა იმის გამო, თუ როგორ შეუთავსებდა დავიდი სწავლას და სპორტს ერთმანეთს."- იხსენებს ინფანტე.

როგორ იქცა დავიდი გოლიათად


პირველ ახალგაზრდულ გუნდს, რომელშიც დავიდმა მეკარის პოზიციაზე დაიწყო თამაში, "La Escuela De Futbol Atletico Casarrubuelos" ჰქვია და "მადრიდის ატლეტიკოს" ეკუთვნის. მართალია ამ გუნდში გახდა ის მეკარე, თუმცა პირველი წელი მინდვრის მოთამაშე იყო.

როგორ იქცა დავიდი გოლიათად


"მას ძალიან ელასტიური მოძრაობები ჰქონდა, იყო სწრაფი და მაღალი." - ამბობს ხავიერ ვარა, რომელიც გუნდის კაპიტანი გახლდათ და დაცვის ცენტრში თამაშობდა. "მას ძალიან უყვარდა კალათბურთი, თამაშობდა ჩოგბურთს, თუმცა პირველ ადგილზე ყოველთვის ფეხბურთი იდგა. მას სურდა გახდარიყო მეკარე.

დავიდის მამა "ხეტაფეს" კარის დარაჯი იყო და ყოველთვის აძლევდა რჩევებს შვილს. ორივენი ცხოვრობდნენ ფეხბურთით."


იქვე კაფეში შესვლისთანავე მოკრავთ თვალს გაზეთიდან ამოჭრილ სურათს, რომელსაც დიდად აწერია "El Nino Prodigea", რაც ნიშნავს - ვუნდერკინდი. სურათზე კი დე ხეას გუნდია, რომელშიც დავიდი უკვე მეკარის ამუნიციაშია.

როგორ იქცა დავიდი გოლიათად


დავიდის წინსვლას ხელი ვერაფერმა შეუშალა და 14-წლის ასაკში "ატლეტიკოს" აკადემიაში მიიწვიეს. პირველობისთვის მას კონკურენციას უწევდა ხოელ რობლესი, რომელიც ახლა "ევერტონში" ირიცხება.

18-წლის დე ხეას "ატლეტიკოს" პირველ გუნდში დებიუტი, მწვრთნელ აბელ რესინოს დროს შედგა, თუმცა მისი ნიჭი ახალმა თავკაცმა, კიკე სანჩესმა და მეკარეების მწვრთნელმა ემილიო ალვარეს ბლანკომ, განავითარეს.

"ის იყო მესამე სერხიო ასენხოს, რომელიც "ვალიადოლიდისგან" იყიდეს და რობერტოს შემდეგ. გუნდში მოსვლის პირველ დღეს კიკემ მთხოვა სამივეზე მოკლე რეზიუმე. მე მას ვუთხარი "დავიდი საუკეთესოა""- თქვა ემილიომ.

პროგრესი მართლაც თვალსაჩინო იყო. ის ძალიან კარგად მოერგო გუნდს, ისევე როგორც მისი ახლო მეგობარი, კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი და ახლა უკვე "მანჩესტერ სიტის" ლიდერი სერხიო აგუერო.

"ისინი ძალიან ახლოს იყვნენ" - იხსენებს კიკე სანჩესი. ყოველთვის ერთ ოთახში იყვნენ გასვლითი შეხვედრების დროს და ჩვენც, ვარჯიშებზე, ვცდილობდით მათ შორის კარგი კომუნიკაცია ჩამოგვეყალიბებინა. თუკი დავიდი ჩაჭრიდა პასს ან ჩაწოდებას, მისი პირველი ქმედება იყო აგუეროს მოძებნა, რათა შორი პასით მოემარაგებინა თანაგუნდელი."

როგორ იქცა დავიდი გოლიათად


სერხიო ყველას უყვარდა, თუმცა მალე დავიდმა გულშემატკივრების ძალიან დიდი ნაწილი მოხიბლა, რისი მიზეზიც მისი შესანიშნავი გამოსვლა გახლავთ, 2009/10 წლებში. "ატლეტიკომ" იმ სეზონში ევროპის ლიგა მოიგო, აგვისტოში კი სუპერ თასს დაეუფლა და ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვოდა ახალგაზრდა მეკარეს.

მის წარმატებაში უდიდესი როლი მისმა მშობლებმა ითამაშეს, რომლებიც ყოველთვის გვერდში ედგნენ დავიდს.

"დე ხეასთვის საუკეთესო მწვრთნელი მამამისია და ეს იმიტომ რომ ის ძალიან მომთხოვნი იყო. ხოსე ყველა თამაშს და ვარჯიშს ესწრებოდა, ის იყო შვილთან ერთად წვიმაში, თოვლში. ეს ჩვეულებრივი ამბავია ესპანეთში, თუმცა ასე არ ხდება ინგლისში. მახსოვს, რამდენიმე კვირის წინ როდესაც დავიდი ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვიდა მე მის მშობლებთან ერთად ვიყავი, რომლებიც ელოდებოდნენ შვილს, რათა სახლში წაეყვანათ. დედამისი ამბობდა "იუნაიტედის" მვწრთნელი რომ ყოფილიყო პირველ რიგში ხოსეს ვარჯიშებზე ყოფნის ნებას დართავდა."- ამბობს ალვარეს ბლანკო

2011 წელს, როგორც იქნა დასრულდა სატრანსფერო საგა დავიდის ირგვლივ და სერ ალექსმა 17.8 მილიონ ფუნტად შეიძინა ესპანელი გოლკიპერი.

"მისი მატჩების სანახავად დაახლოებით 20-ჯერ ვიყავით. ჩვენი ევროპელი სკაუტები კი ყოველ მატჩს ესწრებოდნენ. პირადად მე დავიდის თამაშს დავესწარი "ბარსელონას" და "ვალენსიას" წინააღმდეგ. გულშემატკივრები ირგვლივ ამბობდნენ "ერთი შეხედეთ, ასეთი ახალგაზრდა მეკარე და როგორ კარგად თამაშობს ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში.""- ამბობს ერიკ სტილი, "იუნაიტედის" მეკარეთა მწვრთნელი, სერ ალექსის დროს.

იმ დროს ბევრ სხვა მეკარესაც უკავშირებდნენ "იუნაიტედს": ჯო ჰარტს, მანუელ ნოიერს, სერხიო რომეროს, უგო ლორისს და რუი პატრისიუს. "ისეთ კლუბი, როგორიც "მანჩესტერია" ყოველთვის დაკვირვებით არჩევს მოთამაშეებს, ჩვენ ბევრი ვარიანტი გვქონდა თუმცა ყველას დე ხეა ვარჩიეთ."

როგორ იქცა დავიდი გოლიათად


თავიდან ბევრი გააოცა ფერგიუსონის გადაწყვეტილებამ. სადებიუტო შეხვედრაში დავიდმა შეინ ლონგის არცთუ რთული დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო და მაშინვე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. დე ხეა, რომლის სიმაღლეც 192 სანტიმეტრია ნამდვილად არ გამოირჩეოდა ძლეირი სხეულით, ამიტომ აუცილებელი გახდა მთელი დღეები სპორტდარბაზში გაეტარებინა და ფიზიკური კონდიციები გაეუმჯობესებინა.

"ის დილის ათის ნახევრიდან ვარჯიშობდა, კვირაში სამჯერ"- აგრძელებს სტილი "ჩვენ კვირის დასაწყისში ვვარჯიშობდით ფიზიკურად, მატჩამდე ორი დღით ადრე კი სისწრაფეზე და გამძლეობაზე. სადილის შემდეგ გვქონდა მსუბუქი ვარჯიშები, ამის შემდეგ დავიდი ინგლისურში მეცადინეობდა. მან მე მასწავლა ესპანური, ჩვენ ძალიან დავახლოვდით და ერთად დავდიოდით. ის ბევრ კითხვას მისმევდა, მაგრამ ინგლისურად მე კი ვცდილობდი ესპანურად მეპასუხა. ის ყველასთან მეგობრობდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონად ჩიჩარიტოსთან და პატრის ევრასთან."

დრო გადიოდა, შეცდომები კი მაინც იყო. დე ხეას ადანაშაულებდნენ "ბაზელთან" და "ბლექბერნთან" მარცხში. ფერგიუსონმა დაიწყო მისი შეცვლა და რამდენჯერმე კარში ანდერს ლინდეგორი ჩააყენა. ძალიან რთულია ძალა მონახო და თავდაჯერებული გახდე, მაშინ როცა მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები დაგცინიან და გისტვენენ.

დავიდი ძალიან ძლიერი გამოდგა, როგორც ფიზიკურად ისე მორალურად, რადგან ყველაფერ ამას გაუძლო და გადაიტანა. ესპანელმა პირველი ტიტული უკვე მეორე სეზონშივე მოიგო და ეს პრემიერ ლიგა იყო, ასევე მოხვდა სეზონის სიმბულურ ნაკრებში. დევიდ მოიესის დროს, დე ხეა ფიზიკურად უფრო გაძლიერდა და ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა. მან წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგო გასულ წელს.

როგორ იქცა დავიდი გოლიათად


ეს იყო გრძელი და ძნელი გზა, რომელიც ესპანელმა მეკარემ განვლო. სტილი, რომელიც სწორედ იმ დროს მიიწვიეს კარინგტონზე, აჯამებს ყველაფერს: "არც ერთი წამით ეჭვი არ მეპარებოდა დავიდში. პირველი 5 თვის განმავლობაში ჩვენ გვეხმარებოდა, მსოფლიოში საუკეთესო ფსიქოლოგი - სერ ალექს ფერგიუსონი. ის ყველანაირად ცდილობდა დაეცვა დე ხეა. სერ ალექს ჰქონდა იმედი და სჯეროდა რომ, ახალგაზრდა გოლკიპერს სჭირდებოდა მცირე დრო. მეკარეები ყოველთვის მიკროსკოპის ქვეშ ხვდებიან. როდესაც შენ ატარებ მატჩს როგორც საჭიროა, არავინ არაფერს ამბობს, ხოლო თუკი შეცდომას დაუშვებ ამას არავინ დაივიწყებს."

დარწმუნებული ვარ, ყველას დაამახსოვრდება როგორ იქცა, პატარა, სუსტი დავიდი - გოლიათად.

წყარო: carrick.ru
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
13 ნოემბერი 2014 21:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Girda amdeni lodini lasha :D
0
№2
ავტორი: Martial
13 ნოემბერი 2014 21:55
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ყოჩაღ ავტორ ძალიან მაგარი სიახლეა. საერთოდ ამ საიტზე სულ ესეთი სტატიები იწერება და კარგია რომ ხშირად თარგმნით

არცერთი წამით ეჭვი არ მეპარებოდა დავიდში. პირველ 5 თვის განმავლობაში ჩვენ გვეხმარებოდა, მსოფლიოში საუკეთესო ფსიქოლოგი- სერ ალექს ფერგიუსონი. ის ყველანაირად ცდილობდა დაეცვა დე ხეა


ბაბუს დიდი წვლილი მიუძღვის დე ხეას განვითარებაში. ფერგი ხო გენია იყო უბრალოდ
0
№3
ავტორი: Mufc7
13 ნოემბერი 2014 21:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დამამუნჯა ამ სტატიამ,ყოჩაღ ავტორს... იმდენი რამის დაწერა მომანდომა და ამავე დროს,ისე დამამუნჯა... დავინახე სულ სხვა კუთხით დე ხეა და საინტერესო იქნება ასეთი სტატიები სხვა ფეხბურთელებზე... როგორები იყვნენ, მოედნის მიღმა ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ესა თუ ის ფეხბურთელი და მე დღეს სულ სხვანაირად დავინახე ჩვენი სიამაყე love მშვიდად ვარ,როცა ვიცი,რომ კარს იცავს ის დავიდი,რომელიც ახლა უკვე გოლიათია love ემოციების ქვეშ ვარ,კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა,მაგრამ დავმუნჯდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: RojoDiablo
13 ნოემბერი 2014 22:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყოჩაღ ლაშა.

ადამიანები ცხოვრებაში ხშირად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როცა მათი მომავლის ბედი ირკვევა. დავიდს მოუხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ვერავინ იტყვის, რომ დღეს მას სანანებლად აქვს საქმე.

როცა ჩვენთან მოვიდა, კარგად მესმოდა როგორ ზემოქმედებდნენ მასზე მეტოქე გუნდის ქომაგები. საშინელებაა, როცა მათ დასადუმებლად ვერაფერს აკეთებ, მაგრამ მხოლოდ სიძლიერეს უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ არ ეცემი და პროგრესს აგრძელებ. დავიდმა ეს გააკეთა.

დღეს ჩვენ კარში დგას თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მეკარე და ვინმე თუ ნანობს, რომ ნოიერი ვერ ვიყიდეთ, ვფიქრობ მხოლოდ გონების განათება სჭირდებას მას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
13 ნოემბერი 2014 22:26
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ისედაც ხომ ძალიან მომწონს ეს კაცი, მაგრამ ეხლა რო გამახსენდა ყველაფერი, ყველა თამაში, სეივი, შეცდომა უფრო შემიყვარდა. მახსოვს ძალიან სუსტი ბიჭი ქერა ზემოთ აწეული თმით და წვერით, რომელსაც გრინჩს ადარებდნენ :D :D :D და ეხლა უკვე ვუყურებ ნომერ პირველ მეკარეს მსოფლიოში (ჩემთვის) და რათქმაუნდა არაფერს არ ვნანობ.
0
№6
ავტორი: DiMaria
13 ნოემბერი 2014 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან მაგარია. დე ხეა ჩვენი მომავალია და მისი წარსული ასეთი საინტერესო რომაა, მომავალში "იუნაიტედის" წარსულიც ასეთივე უნდა იყოს
0
№7
ავტორი: kOsTiA
13 ნოემბერი 2014 23:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
როგორ დაამარცხა დავითმა გოლიათი.
0
№8
ავტორი: A.HERRERA
13 ნოემბერი 2014 23:43
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Chemtvisac pirvelia msoplioshi
imedia AR wava espanetshi Da Sul chventan darcheba
male marto utds kiara nakrebis nomer pirvelic gaxdeba <3
0
№9
ავტორი: red devil
14 ნოემბერი 2014 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბაბუ რო უბრალოდ გენია იყო ესეც მოწმობს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top