''მანჩესტერ იუნაიტედის'' ლეგენდა პედი კრერანდი მიიჩნევს, რომ ძალიან მალე დავიდ დე ხეა გახდება მაღალი კლასის მეკარე და დიდ წვლილს შეიტანს კლუბის წარმატებაში, როგორც ეს თავის დროზე პიტერ შმეიხელმა გააკეთა.
''მახსოვს როგორც კი პიტერი მოვიდა ინგლისში მას პრობლემები ჰქონდა თამაშის მხრივ. მაგრამ დროთა განმავლობაში, იგი პროგრესირებდა და ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა ''იუნაიტედის'' ისტორიაში. ვფიქრობ, ანალოგიურად დავიდ დე ხეაც შეძლებს ამის გაკეთებას.'' - აცხადებს პედი კრერანდი - manutd.com - თან.
"როცა დავიდი მანჩესტერში გადავიდა ის მზად არ იყო ასეთი გამოწვევისთვის. იგი გამოუცდელი იყო და არ იბრძოდა საჯარიმოში. ესპანეთში, ასე არ თამაშობდა. დროთა განმავლობაში ის შეიცვალა და არ განიცდის ამ დროისთვის რაიმე პრობლემებს."