„შახტარის“ ნახევარმცველმა ფერნანდინიომ განაცხადა, რომ იგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რომელიმე „მანჩესტერულ“ კლუბს შეუერთდება. გასულ, ზაფხულს ბრაზილიელით აქტიურად იყო დაინტერესებული „ტოტენჰემი“, მარგამ მათ ვერ შეძლეს მოლაპარეკებები დაეწყოთ მის ტრანსფერთან დაკავშირებით. როგოც ჩანს ფერნანდინიო პრემიერ ლიგაში გადმობარგდება და რომელიმე „მანჩესტერულ“ კლუბს შეუერთდება. „იანვარში მე ხელს მოვაწერ ინგლისურ კლუბს და მე ვითამაშებ „მანჩესტერში“ - განაცხადა ფერნანდინიომ. დავამატოთ ისიც, რომ ბრაზილიელმა არ განმარტა თუ რომელ „მანჩესტერს“ შეუერთდება „სიტის“ თუ „იუნაიტედს“.