ვან პერსის გატანილი გოლი, რომელიც ჰოლანდიელმა ესპანეთს გაუტანა ფიფა-ს ნომინაციაში მოხვდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ჯერ კიდევ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს დეილი ბლინდის შესანიშნავი პასის შემდეგ ეფექტური თავური დარტყმით გაუტანა გოლი. თამაში ჰოლანდიელების გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
ამ გოლმა უკვე გაიმარჯვა ერთ ნომინაციაში - "საუკეთესო სატელევიზიო მომენტი" რომელიც ტარდებოდა ჰოლანდიის მასშტაბით. სავსებით შესაძლებელია კიდევ დაემატოს ამ პრიზს "ფიფას" ნომინაციის პრიზიც. ამ პრიზისთვის კი ვან პერსის ხამეს როდრიგესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და დიეგო კოშტა შეეცილებიან.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა ნომინანტს და ხმა მისცეთ თქვენ რჩეულ გოლს შემდეგ მბულზე გადასვლით გადასვლა