"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა მარცხენა საზარდულის ტრავმის გამო ნაკრების რიგები დატოვა.
მსუბუქი ვარჯიშების 20 წუთის შემდეგ 33 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მედიკოსებთან საზარდულის პრობლემის მიზეზით გამოცხადდა.
როგორც კი ექიმებმა სიტუაცია შეაფასეს, ნათელი გახდა, რომ მაიკლი ინგლისის ნაკრებს შაბათს, სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ კერიკი სულ ახლახანს დაბრუნდა მწყობრში წინასასეზონო ტურნეზე მიღებული ტრავმის შემდეგ და მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო კლუბში - "მანჩესტერ სიტისა" და "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ.
FA-ს ოფიციალური განცხადება იუწყება, რომ მაიკლის ტრავმა არასერიოზულია და შესაძლოა ის "არსენალთან" მატჩში დაბრუნდეს.