უეინ რუნი შაბათს ინგლისის ნაკრების რიგებში მე-100 შეხვედრას ჩაატარებს და იმედოვნებს, რომ საიუბილეო მატჩში სერ ბობი ჩარლტონის 49 გოლიან რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდება.
ჯერ კიდევ 29 წლისაა და რუნის 43 გოლი აქვს გატანილი ნაკრებში. თუმცა ჩარლტონის რეკორდი ერთადერთი არ არის რისი დამხობაც რუნის სურს - ინგლისის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი მატჩი პიტერ შილტონს აქვს ჩატარებული (125).
კიდევ 7 გოლიც და უეინ რუნი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდება, მანამდე კი შემოგთავაზებთ მის სანაკრებო კარიერაში გატანილ 10 ყველაზე მნიშვნელოვან გოლს.
10. ინგლისი 2-0 ლიხტენშტეინი - 10 სექტემბერი, 2003 - ევრო 2004, შესარჩევი
ჯერ კიდევ 17 წლის რუნიმ სვენ გორან ერიკსონის ნაკრებში გოლი გაიტანა და "სამი ლომი" "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩის შემდეგ სატურნირო ცრხილის სათავეში მოაქცია.
"ევერტონში" მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახლო კუთხეში დაურტყა მეკარეს და მაიკლ ოუენის ანგარიშის გამხსნელ გოლს მეორე ბურთიც მოაყოლა.
9. ინგლისი 2-0 პოლონეთი - 15 ოქტომბერი, 2003 - 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
რუნიმ ინგლისის ნაკრებს H ჯგუფში პირველი ადგილი დააკავებინა და "უემბლიზე" გამართულ შეხვედრაში პოლონეთის ნაკრების კარში თავური დარტყმით გატანილი გოლის შემდეგ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატისკენ გაუკვალა გზა.
ინგლისის ნაკრების ათიანმა მარცხენა ფლანგიდან ლეიტონ ბეინსის მოწოდებული ბურთი კარში გადაგზავნა, რასაც მალე ჯერარდმა მეორე გოლი მოაყოლა და ინგლისის ნაკრების გამარჯვება დამაჯერებელი გახადა.
სანამ რუნი გვერდით ხაზთან გოლს აღნიშნავდა კომენტატორმა, მარტინ ტაილერმა განაცხადა: "უეინ რუნის ისევ გააქვს. მას ინგლისის ნაკრები დრო და დრო მწვერვალზე აჰყავს. ეს უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი გოლია მისთვის."
8. ინგლისი 3-0 შვეიცარია - 17 ივნისი, 2004 - ევრო 2004, B ჯგუფი
მიუხედავად იმისა, რომ რუნი მხოლოდ 18 წლის იყო, სვენ გორან ერიქსონს დაუმტკიცა, რომ ევრო 2004-ზე მისი წაყვანით არ შემცდარა. ჯერ კიდევ "ევერტონში" მოთამაშე თინეიჯერმა შესანიშნავი თავურით გაიტანა გოლი.
როგორც კი მაიკლ ოუენმა გვერდით ხაზთან ბურთი დაამუშავა, უეინი მეტოქის მცველს ზურგს უკან ამოეფარა და პარტნიორის მოწოდებულს თავი დაუხვედრა.
მოგვიანებით რუნიმ დუბლი გაიფორმა - შორეული დარტყმით შვეიცარიის მეკარეს მეორე გოლი გაუტანა.
7. ინგლისი 2-3 დანია - 16 ნოემბერი, 2003 - ამხანაგური
შესაძლოა ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, თუმცა 2003 წელს რუნიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გოლი გაეტანა.
ნახევარმცველის პოზიციიდან ჩასვლის შემდეგ, რუნიმ ემილი ჰესკისთან გათამაშებით ტომას ჰელვიგი მოატყუა და ბურთი კარში აღმოჩნდა.
6. ბრაზილია 2-2 ინგლისი - 2 ივნისი, 2013 - ამხანაგური
ბრაზილიასთან თამაშში ინგლისის ნაკრების დაწინაურება, თანაც "მარაკანას" ატმოსფეროს ქვეშ ბევრი ინგლისელის ოცნებაა და 2013 წელს რუნიმ ეს ოცნება აიხდინა.
79-ე წუთზე ჯეიმს მილნერისგან მიღებული პასის შემდეგ რუნიმ ბურთი კარისკენ გადაგზავნა - ზუსტად ისე, როგორც 2002 წელს "ევერტონში" თამაშისას "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში.
რა თქმა უნდა ამ გოლის შემდეგ სტადიონი რუნის სახელის სკანდირებამ მოიცვა.
5. რუსეთი 2-1 ინგლისი - 17 ოქტომბერი, 2007 - ევრო 2008, საკვალიფიკაციო
2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე მცირე სანახაობა - იმ დღეს ინგლისის ნაკრები მოსკოვში რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა.
ჯეიმს მილნერის ჩაწოდების შემდეგ ბურთს მაიკლ ოუენი შეეგება, რომელსაც რუნიზე გადაცემა გამოუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ვლადიმირ გაბულოვს აუღებელი დაურტყა და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა, მატჩის მიწურულს მის სახეზე მხოლოდ მწუხარება იკითხებოდა.
სტივ მაკლარენის შეგირდებმა მოგვიანებით ხორვატიასთანაც განიცადეს მარცხი, რის გამოც ინგლისის ნაკრები მე-3 ადგილზე გავიდა და იმ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.
4. ურუგვაი 2-1 ინგლისი - 19 ივნისი, 2014 - მსოფლიო ჩემპიონატი, D ჯგუფი.
ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო - ეს ურუგვაისთან მატჩში მოხდა.
2006 წლიდან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიოანტებზე წარუმატებლობების შემდეგ რუნიმ თავისი ნავსი ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე გატეხა.
"სამ ლომთა" თილისმამ გლენ ჯონსონის დაბალი ჩაწოდებული ბურთი კარის ბადეში მოაქცია და მის სახეზე სიხარულის გამომხატველი ემოციის შემჩნევაც რთული არ იქნებოდა.
"გოლის გატანა ყოველთვის ცუდად მემახსოვრება, რადგან ჩვენ წავაგეთ და ტურნირი დავტოვეთ."
"გუნდი უფრო დიდია, ვიდრე უეინ რუნი. ჩვენ ყველანი ვდარდობთ" - განაცხადა მოგვიანებით უეინმა.
3. ინგლისი 6-1 ისლანდია - 5 ივნისი, 2004 - ამხანაგური
შორი მანძილიდან იღბლის გამოცდის შეუშინებელმა რუნიმ ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დუბლი გაიფორმა.
ეს იყო შესანიშნავი გოლი, რომლითაც რუნიმ მსოფლიოს უჩვენა, რომ ევროპის ჩემპიონატზე წასვლის წინ მას უნდა დააცქირდნენ.
2. მაკედონია 1-2 ინგლისი - 6 სექტემბერი, 2003 - ევრო 2004, საკვალიფიკაციო
სკოპიეში გატანილი გოლის შემდეგ რუნი ინგლისის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.
მხოლოდ 17 წლისა და 317 დღის იყო, როცა ყველას დაუმტკიცა, რომ მასში დიდი ენერგია და ენთუზიაზმი ჩქეფდა. ბურთზე მოწყურებულმა რუნიმ ემილი ჰესკისთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თავისი გვარი ისტორიის ფურცლებში ჩაწერა.
მოგვიანებით, სოციალური ქსელის თავის გვერდზე რუნიმ დაწერა: "არასდროს დამავიწყდება ინგლისის ნაკრებში ჩემი პირველი გოლი და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ამის გაკეთება გოლს უფრო განსაკუთრებულს ხდის."
1. ხორვატია 2-4 ინგლისი - 21 ივნისი, 2004 - ევრო 2004, B ჯგუფი
თუ კი მსოფლიო მხოლოდ ახლად იფურჩქნებოდა რუნის მიერ შვეიცარიის ნაკრების კარში გატანილი გოლის სილამაზეში, მაშინ მსოფლიო მოსახლეობა მხოლოდ მოიხიბლებოდა ევრო 2004-ზე ხორვატიის ნაკრების კარში რუნის მიერ შესრულებული დუბლით.
მეკარის, ტიმოსლავ ბუტინას პირისპირ ბურთის მიღების შემდეგ რუნიმ ნამდვილი თავდაჯერებულობა და ცივსისხლიანობა აჩვენა.
ცენტრალურ ზონაში მაიკლ ოუენთან კედლის გათამაშების შემდეგ უეინ რუნიმ შესანიშნავად დააგვირგვიან ეპიზოდი.