თბილისი:
მანჩესტერი:
13-11-2014, 01:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1433,
კომენტარები: 7
რუნი: "რეკორდი ჩარლტონზე უკეთესს არ გამხდის"
უეინ რუნი შაბათს მეასე შეხვედრას გამართავს.
რუნი:
უეინ რუნი თვლის, რომ მიუხედავად ბობი ჩარლტონის სანაკრებო რეკორდის დამხობისა, ის არასდროს იქნება ისეთივე ლეგენდა, როგორიც ბობი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს მხოლოდ 6 გოლი აშორებს ბობი ჩარლტონის 49 სანაკრებო რეკორდულ გოლამდე.

შაბათს რუნი "სამ ლომთა" რიგებში მე-100 შეხვედრას ჩაატარებს, როცა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩს "უემბლიზე" სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს.

"ინგლისის საუკეთესო გოლეადორობა უდიდესი მიღწევაა. რეკორდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაუმხობელია."

"უამრავი ფეხბურთელი არსებობს, ვისაც რეკორდის დამხობა არ გამოუვიდა."

"ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და მჯერა, რომ ამის გაკეთებას მოვახერხებ. მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მე მინდა ჩემი გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო, უნდა დავრწმუნდე, რომ გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ და როცა გოლის გატანის შანსს მივიღებ, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ გავიტან."

"იმედი მაქვს, რეკორდს დავამხობ."

"თუმცა ბობი ჩარლტონზე უკეთესი ვერ ვიქნები - მან ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამის მისაღწევად კი მეც უნდა მოვიგო მუნდიალი, რაც უდიდესი მიღწევა იქნებოდა."
- განაცხადა რუნიმ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 ნოემბერი 2014 19:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგის გამო არ ვთვლი, რომ ვინმე ვინმეზე მეტია, ან ნაკლებია. ტიტულის სხვა დროში, სხვა გუნდთან, სხვა ფეხბურთელებთან ერთად იქნა მოგებული.

დღეს ფეხბურთი სულ სხვაა, ინგლისს სულ სხვა თაობა ჰყავს, სხვა ნაკრებები სულ სხვა სიძლიერისანი არიან, ინგლისს სულ სხვა მწვრთნელი ჰყავს. არამგონია ტიტულებით იზომებოდეს ფეხბურთელის ლეგენდარულობა.

არ ვაიგივებ ამას და ჩარლტონს და არც არასდროს შევადარებ მათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
13 ნოემბერი 2014 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გეთანხმები
0
№3
ავტორი: red devil
13 ნოემბერი 2014 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაგრამ სახელს დაგიტოვებს
0
№4
ავტორი: AkkRed
13 ნოემბერი 2014 10:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
შე ჯერარდის მონავ wink
0
№5
ავტორი: RojoDiablo
13 ნოემბერი 2014 10:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რატომ კადრულობთ ასეთ უმსგავსობას?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
13 ნოემბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
აბა უტიტულო ჯერარდიცაა და რა? :დდ
0
№7
ავტორი: Martial
13 ნოემბერი 2014 15:02
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ჩარლტონამდე არამგონია ვინმე ოდესმე მივიდეს. აქ მარტო ტიტულებზე და რეკორდებზე არაა საუბარი, ბობი ინგლისური ფეხბურთის სახეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top