პორტუგალიელმა ვინგერმა, რომელიც "სპორტინგში" იჯარის წესით თამაშობს მიგვანიშნა, რომ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს იანვარშივე დაუბრუნდეს.
როგორც ჭორები იუწყება, ლუი ვან გაალი ნანის თამაშმა სასიამოვნოდ გააოცა და მზადაა ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "იუნაიტედს" დაუბრუნოს.
თავად ნანიმ არ იცის, შეიძლება თუ არა შეთანხმების ნაადრევად გაწყვეტა, მაგრამ სცენარის არც ერთ განვითარებას არ გამორიცხავს.
"არ ვიცი ასეთი პუნქტი არის თუ არა შეთანხმებაში, მაგრამ მასში გარკვევას სხვებს მივანდობ."
"ყოველთვის სასიამოვნოა ქომაგთა კმაყოფილების ხილვა. თუ კი ჩემ დაბრუნებას ითხოვენ, ისინი ხედავენ, რომ ამჟამად კლუბის დახმარება შემიძლია და კარგად ვთამაშობ."
"ასეთია ფეხბურთი - ხან გვაქებენ, ხან გვაკრიტიკებ. არ მინდა კონცენტრაცია დავკარგო. მხოლოდ ფეხბურთის თამაშის გაგრძელება მინდა, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება." - განაცხადა ლუიშ ნანიმ.