თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2014, 16:13
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2036,
კომენტარები: 6
დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
ესპანელმა კიპერმა Inside United-თან ინტერვიუში კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე ისაუბრა.
დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
დევიდ დე ხეა უკვე მეოთხე სეზონია რაც "იუნაიტედის" შეუცვლელი წევრია და ამ დროის განამვლობაში მას უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი მოუგროვდა, სწორედ ამ მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა ესპანელმა კიპერმა Inside United-თან ინტერვიუში.

კონტრაქტის გაფორმების დღე

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
"ეს შესანიშნავი დღე იყო. ვერ ვიჯერებდი თუ რაოდენ დიად კლუბში მოვხვდი, როდესაც პირველად ვნახე სავარჯიშო ბაზა. სერ ალექს ფერგიუსონი დიდი ხანი მესაუბრა და უამრავი სასიამოვნო რამ მითხრა."

"ქომუნითი შილდის" მოგება

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
"ეს ჩემი პირველი თასი იყო. პირველ ტაიმში ჩვენ ორი გოლი გავუშვით, თუმცა მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება და 3 გოლით ვუპასუხეთ "სიტის". ყველამ ერთად ვთქვით 'აი ეს არის მანჩესტერ იუნაიტედი'. დაუჯერებელი დღე იყო.

მატჩი "რეალთან"

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანი იყო ესპანეთში, 'რეალ მადრიდის' წინააღმდეგ თამაში და კარგი მატჩი გამომივიდა. ჩვენ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და ყველანი კმაყოფილები დავრჩით."

გართობა ანხელთან

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
"ის კარგი ადამიანია. ძალიან სწრაფია და შესანიშნავად ვარჯიშობს. გასახდელში კარგი ატმოსფერო გვაქვს და სასიამოვნოა, რომ აქ ესპანურად მოლაპარაკეებიც არიან.

სატიტულო ტრიუმფი

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
"დაუჯერებელი იყო ამ თასის აღმართვა. ყოველთვის მემახსოვრება ამ დღის თითოეული დეტალი."

პერსის დარტყმული პენალტის მოგერიება.

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
"რობინს და მე ამაზე ბევრი გვისაუბრია. ეს შესანიშნავი დღე იყო - ჩვენ 8-2 მოვიგეთ, საბედნიეროდ მე მოვახერხე პენლის მოგერიება და კარგი მატჩი ჩავატარე. შესანიშნავი იყო ფანების მიერ შექმნილი ატმოსფერო. მანამდე მსგავს თამაშში მონაწილოება არასდროს მქონდა მიღებული."

წლის საუკეთესო ფეხბურთელი

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
"გასული სეზონი ჩემთვის კარგი გამოდგა და სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრებისგან ეს ჯილდო მივიღე. ისინი ყოველთვის ჩემს გვერდში არიან და მათ სიყვარულს პირველივე დღიდან ვგრძნობ."

სეივი "სანდერლედთან"

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
"მახსოვს, რომ ბურთი ჩვენ საჯარიმოში ჩააწოდეს და ჯიაკერინიმ თავური დარტყმა განახორციელა, თუმცა სწრაფი რეაქცია გამოვავლინე. [ჟურნალისტი: შმეიხელმა თქვა, რომ ეს ერთერთი საუკეთესო სეივი იყო, რომელიც ოდესმე უნახავს...](იცინის) მას ჩემზე ბერვად კარგი სეივები აქვს გაკეთებული"

სეივი "ჩელსისთან"

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
"ჩელსისთან" სეივი იმ დროს ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ ეს საუკეთესოა, რომელიც "იუნაიტედის" მაისურით გამიკეთებია. კიდევ უფრო უკეთესი იყო იმის გამო, რომ ეს ხუანის წინააღმდეგ იყო!" (იცინის)

გმირობა "ევერტონთან"

დე ხეას დასამახსოვრებელი მომენტები
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, რომლის მერეც ჩემზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ის ფაქტი იყო, რომ გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: 7.cantona.7
12 ნოემბერი 2014 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6


ბიჭებო ეს მაიკა სად იშოვება ვერ მეტყვით??
0
№2
ავტორი: Martial
12 ნოემბერი 2014 16:50
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
პრემიერ ლიგის ტიტული უკვე აქვს, უამრავი საოცარი სეივი, წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს მაშინ როცა გუნდი ყველაზე ცუდ ფორმაში იყო და მარტო ეს პროგრესირებდა

მთელი კარიერა წინ აქვს და იმედია ბოლომდე აქ დარჩება
0
№3
ავტორი: AkkRed
12 ნოემბერი 2014 16:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
7.cantona.7,
facebookze redarmy.ge ჯფუგში გაწევრიანდი და დაგაკვალიანებთ :))


დათოო იმედია კიდე დიდი ხანი იქნები "წითელი" love
0
№4
ავტორი: RojoDiablo
12 ნოემბერი 2014 18:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"ჩელსისთან" სეივი იმ დროს ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ ეს საუკეთესოა, რომელიც "იუნაიტედის" მაისურით გამიკეთებია. კიდევ უფრო უკეთესი იყო იმის გამო, რომ ეს ხუანის წინააღმდეგ იყო!" (იცინის)


ჯარიმა რომ გაგიტანა მერე tongue
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: MANUTD FAN.
13 ნოემბერი 2014 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
დევიდი ცხოველია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№6
ავტორი: DiMaria
13 ნოემბერი 2014 01:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რეალთან ის მართლა სასწაული იყო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top