მანჩესტერ იუნაიტედს ჰოლანდიელი თავდამსხმელი ფიქრობს, რომ მიუხედავად შესანიშნავი სტარტისა მაინც უნდა გაიუმჯობესოს სათამაშო ფორმა. არსენალში ჩატარებული 8 სეზონის შედმგერ ვან პერსიმ ძალიან მალე შეძლო იუნაიტედში ადაპტაცია და 19 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო. პერსი გამოტყდა, რომ ის ჯერ კიდევ არ აკეთებს თავისი ძალების მაქსიმუმს.:"კმაყოფილი ვარ სეზონის სტარტით, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში რო ვყოფილიყავი 4-5 გოლით მეტს გავიტანდი ვიდრე ახლა. რედინგთან უკეთ თამაში შემეძლო და მეტი გოლი უნდა გამეტანა, რაზეც ყოველთვის ვფიქრობ. ყოველთვის ვცდილობ გავიუმჯობესო ფორმა. ამას ვაკეთებ, როგოც მატჩებზე, ასევე სავარჯიშო მოედანზეც. მაინც არ ვარ ჩემი ფორმის კმაყოფილი. თუ სტატისტიკას შეხედავტ იფიქრებთ, რომ ყველაფერი რიგზეა. მინდა უფრო მეტი გავიტანო, მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო და ბევრჯერ ვიზეიმო გამარჯვება. მინდა მივაღწიო მაქსიმუმს ამ სეზონში.
ვან პერსიმ განაცხადა, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ოჯახში და სწორედ ამიტომ შეძლო ასე სწრაფად ადაპტაცია:" დიდ მადლობას ვუხდი მწვრთნელსა და მთელ სამწვრთნელო შტაბსაც. რენე მიულენსტინი და მაიკლ ფელანი უდიდეს სამუშაოს აკეთებენ გუნდში. სერ ალექსი შესანიშნავ სიტყვებს გვეუბნება გასახდელში მატჩამდე. ეს განსხვავებულ დონეა და ძალიან მომწონს. პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ ყველას უხაროდა ჩემი მოსვლა. ეს სამუშაო მაბედნიერებს. ვფიქრობ, როცა ბედნიერი ხარ ყველაფერი კარგად მიდის." განსაკუთრებით ჰოლანდიელმა აღნიშნა სერ ალექსის გავლენა გუნდზე:"მის სიტყვებს უდიდესი გავენა აქვს ფეხბურთელებზე. ის მაშინ მაძლევს მინიშნებას, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. ის ყოველთვის სამართლიანია. თუ ყველაფერს კარგად გააკეთებ მაშინ შეგაქებს, თუ არა და დალოდება როდის გააუმჯობესებ შედეგს. მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ კლუბში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."