"რეალ მადრიდის" თავკაცი, კარლო ანჩელოტი ფიქრობსб რომ ანხელ დი მარია ბურთის კონტროლში მოიკოჭლებს.
სამეფო კლუბმა ანხელ დი მარია 59.7 მილიონად მიჰყიდა "წითელ ეშმაკებს" და კარლო ანჩელოტი დამწუხრებულია იმ ფაქტით, რომ მათ არგენტინელი ვინგერი ხელიდან გაუშვეს. თუმცა აქვე აცხადებს, რომ დი მარიას მინუსი ბურთის შენარჩუნებაა.
ანჩელოტიმ ასევე კომენტარი გააკეთა იმ შედარებაზეც, რომელიც ამ ბოლო დროს მეტად აქტუალურია. საუბარია ხამეს როდგირესისა და ანხელ დი მარიას შედარებაზე. "ხალხი ჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ იტყვის, რომ ხამესს შეუძლია დი მარიას შეცვლა, რადგან ორივე ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან." - აცხადებს ანჩელოტი.
"დი მარიას შეუძლია მატჩებში უზადო ენერგია ჩადოს და მატჩი მოიგოს, მაგრამ აგრეთვე მიჩვეულია მნიშვნელოვან მომენტებში უადგილო გადაცემების გაკეთებას."