თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2014, 09:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1699,
კომენტარები: 8
იანვრის განრიგი შეიცვალა
"იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" დეკემბერში შეხვდება.
იანვრის განრიგი შეიცვალა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" ნაცვლად 11 იანვრისა, 8 დეკემბერს შეხვდება.

რონალდ კუმანის "წმინდანები" ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფებიან და "იუნაიტედს" 9 ქულით უსწრებენ.

"საუთჰემპტონმა" ჩატარებულ 11 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გაუშვა, 2 მატჩი წააგო, 1 ფრედ დაასრულდა და 25 ქულის მოგროვება შეძლო.

"წმინდანების" ანგარიშზეა მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაც. კუმანის შეგირდება "სანდერლენდი" 8-0 დაამარცხეს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "საუთჰემპტონის" მატჩი წინასწარ დაგეგმილი 11 იანვრის ნაცვლად 8 დეკემბერს ჩატარდება და "წითლები" "სენტ მერიზე" "წმინდანებს" ეწვევიან.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 ნოემბერი 2014 10:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დეკემბერი ისედაც ძალიან გადატვირთული თვე გამოდის ხოლმე. იმედია მანამდე გამოჯანრთმელებას მოასწრებენ ფეხბურთელები. სოტონს კი 8 დეკემბრამდე ცოტათი წამოვეწევით. ახლა რთული მატჩები ეწყებათ. არც ჩვენ გვაქვს გადასარევი ცხრილი, მაგრამ მაინც მგონია, რომ აწი წინსვლას დავიწყებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
12 ნოემბერი 2014 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან ვუფრთხი ამ საუთჰემპტონს. რაღაცნაირად მიტყდება მაგათთან წაგება თუ მეშინია არ ვიცი, მაგრამ მირჩევნია ისევ სხვასთან წავაგოთ და არა მაგათთან
0
№3
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2014 11:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საუთჰემპტონი არა კიევის დინამო რა. ჩელსი, არსენალი, მანჩესტერი, სიტი არავის შეხვედრია ეხლა ეწყებათ რთული მატჩები და მოჯდებიან თავაანთ ადგილზე. ნუ თუ მართლა გჯერათ, რომ ეს გუნდი ოთხეულში შევა? პირველად უყურებთ პრემიერ ლიგას? რამდენი ყოფილა საუთჰემპტონისავით 11-12 ტურში 2 ადგილზე რომ ყოფილა და სეზონის ბოლოს ძლივსღა დადიოდნენ.

1) ეს მარათონია რომელიც 38 მატჩისგან შედგება საუთჰემპტონს კიდე არ აქვს იმხელა რესურსი რომ ძალები გადაანაწილოს და სტაბილურად ჩაატაროს სეზონი

2) საუთჰემპტონი კი არა ტოტენჰემი ვერ ახერხებს ამდენი წელია შესვლას ოთხეულში როცა 2_ჯერ უკეთესი გუნდი იყო.

3) არანაირი გამოცდილება არ აქვთ ბევრი ახალი ფეხბურთელია და მალე ნახავთ მათ წაგებულ მატჩებს და ოთხეულს მიღმა დარჩენას.

ოთხეულში სიტი ჩელსი მანჩესტერი და არსენალი იქნებიან დიდი ალბათობით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: AkkRed
12 ნოემბერი 2014 11:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა საუტჰემპტონი ღადაობთ :დ ძალიან მომწონს ეს გუნდი მისი შემართება თამაშის სტილი მაგრამ კაით რა :დ ესენი იანვრიდან დაიწყებენ ნელა ნელა ჩასვლას ქვემოთ
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 ნოემბერი 2014 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მგონი დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს თარიღის შეცვლას, მთავარია ჯამრთელად იყვნენ და ტრამვები არ ქონდეთ.
0
№6
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2014 12:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
AkkRed,

ალბათ პირველად უყურებენ პრემიერ ლიგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: red devil
12 ნოემბერი 2014 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
შარშანაც კარგად დაიწყო სოტონმა მარა 8 ადგილზე გავიდნენ :D სოტონი არა საჩხერის ჩიხურა :D
0
№8
ავტორი: RojoDiablo
12 ნოემბერი 2014 18:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა საუთჰემპტონი და ის საუთჰემპტონი, რომ გუნდს ყველა თამაშში თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობა ჰყავს და შედეგიც ჩანს, რომ მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული. საერთოდ არ არის ეს გუნდი ხელწამოსაკრავი და სიცილი ტირილად თუ გვექცა მერე არ დაიწყოთ შემთხვევითობააო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top