ამ მომენტისთვის ესპანელი გოლკიპერი, ვიქტორ ვალდესი "იუნაიტედთან" ერთად ვარჯიშობს. ჯერ გაურკვეველია შესთავაზებს თუ არა "იუნაიტედი" სრულფასოვან კონტრაქტს ვალდესს. მატამ კი დაამტკიცა , რომ ჯერ ნამდვილად არ არის გადაწყვეტილი ვიქტორის მომავალი.
მე ხშირად ვეხმიანი ვიქტორს, რომელიც ამჟამად ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. ჩვენ ველოდებით თუ როგორ განვითარდება მისი კარიერა. - ციტირებს ხუან მატას სიტყვებს Manchester Evening News-ი.
რამოდენიმე ხნის წინ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ დართო ნება ვიქტორ ვალდესს ევარჯიშა კლუბთან ერთად. რათა ფორმის შენარჩუნება შესძლებოდა.
"ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პრაკტიკაა, მე ადრე მქონია ასეთი შემთხვევა. ასეთი ვარჯიშები ჩემთან გაუვლია რონალ დე ბურს, ედგარ დევიდსს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა რომელიც ფეხბურთელს სჭირდება რეაბილიტაციისთვის და საშუალება ვარჯიშისთვის. მე ვაძლევდი მათ ვარჯიშის საშუალებას. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა."