"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა, რაფაელ და სილვამ კუნთის ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშებს შეუდგა.
"წითელი ეშმაკების" უკანასკნელ ორ მატჩში მარჯვენა ფლანგზე ანტონიო ვალენსია მოქმედებდა. ეს იძულებითი ქმედება გახლდათ, რამდგან ბრაზილიელი ფეხბურთელის შემცვლელი ვან გაალს არავინ მოეპოვება გუნდში ეკვადორელის გარდა.
გუშინ ღამით კი ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავისი ინსტაგრამის საშულებით განაცხადა, რომ ვარჯიშები განაახლა.
მოსალოდნელია, რომ ორ კვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ რაფაელი ოპტიმალურ ფორმას აღიდგენს.