"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ჯონი ევანსმა თითქმის მოიშუშა თავისი ტრავმა და სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბის დახმარებას შეძლებს.
ჩრდ. ირლანდიელი ფეხბურთელი 21 სექტემბერს "ლესტერთან" განცდილი მარცხის შემდეგ გუნდს ვერ ეხმარება.
თუმცა ევანსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშებს დაუბრუნდა და "იუნაიტედის" სამედიცინო შტაბი მისი პროგრესით კმაყოფილი დარჩა.
"იუნაიტედი" იმედოვნებს, რომ ჯონი სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბს დაეხმარება, ხოლო ვან გაალი საერთაშორისო სანაკრებო პაუზას ტრავმირებულებთან სამუშაოდ გამოიყენებს.
ვარჯიშებს დაუბრუნდა ფილ ჯონსიც, რომელიც "ვესტ ბრომთან" "ჰოტორნსზე" ნათამაშევი ფრის შემდეგ უქმობს, თუმცა მისი გამოჯანმრთელება ჯერ კიდევ დიდ დროს საჭიროებს.