სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნიდან 28 წლისთავს ზეიმობს. თუ კი ჩავთვლით, რომ ის საერთოდ ზეიმობს უმნიშვნელო თარიღებს.
არ ვითაკილებთ და სერ ალექს ფერგიუსონის კარიერაში მიღებულ 27 საუკეთესო გადაწყვეტილებასთან გაგაცნობთ.
1. დასაწყისშივე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები
ფერგიუსონის მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა
"ხელმღვანელობის ქვეშ ისეთი დიდი კლუბის აყვანა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" - ეს დაუჯერებელი პერსპექტივაა. მაგრამ საერთო ჯამში საფეხბურთო კლუბი არის საფეხბურთო კლუბი და მე მხოლოდ იმ საგნებს გავუწევ პროპაგანდას "ოლდ ტრაფორდზე", რომლისაც მჯერა.
არ მაინტერესებს რა ხდებოდა აქ წარსულში. მხედველობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდებული მიღწევებისადმი უპატივცემულობა არ მაქვს. მხოლოდ იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენ ერთადერთი გზა დაგვრჩა და ეს გზა მხოლოდ წინ მიდის.
ამ კლუბის მთავარი მიზანი ყოველთვის ერთია - ჩემპიონატის მოგება. მხოლოდ ასე შევინარჩუნებთ წარსულ დიდებას. ვერ დავუშვებთ, რომ საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ასეთი სიდიადის მქონე კლუბი ტიტულის გარეშე დარჩეს.
აქედან გამომდინარეობს, რომ მე მხოლოდ ის ფეხბურთელები შემეფერება, რომლებიც ამას მიზნად კლუბისა და საკუთარი თავისთვის ისახავენ. დაუყოვნებლივ უნდა განეშოროს აზრს, რომ ეს შეუძლებელია.
მე მხოლოდ ისინი მაინტერესებს, ვისაც ნამდვილად სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში.
პირველ რიგში ათვლის წერტილი უნდა განვსაზღვროთ და ვფიქრობ ჩემპიონატში გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავლის ფუძეა.
წარმატებას მხოლოდ თოვლის ფიფქის ეფექტი აქვს და ამას აბერდინში მივხვდი, როცა ბევრს შეცდომით მიაჩნდა, რომ ჩვენი პირველი გამარჯვება ჩემპიონატში მხოლოდ დროებითია.
რწმენა და თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღზრდა და სწორი პერსპერქტივების წარმართვა ჩემი მონაცვლეობითი დანიშნულება იქნება.
ეს არ არის ის, რასაც ერთ ღამეში ქმნი. შესაძლოა რამდენიმე კვირა დამჭირდეს მანამ, სანამ გუნდთან სწორ ურთიერთობას დავამყარებ. ეს არის ის, რაც პირველ რიგში უნდა გავაკეთო და აქ გატარებული თითოეული წუთისგან სიამოვნებას მივიღებ.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული უამრავი რამ არსებობს და გულშემატკივართა დიდი არმია უკანასკნელი მათგანი არ არის. პიტორდში ჩვენ ქომაგთა საშუალო მაჩვენებელი 12 ათასი ადამიანისგან შედგებოდა. არამგონია ღირდეს იმაზე საუბარი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის "ოლდ ტრაფორდის" აუდიტორია.
ამ გულშემატკივართა რეპუტაცია ლეგენდარულია. ვფიქრობ, ადამიანს ძალიან გაუმართლა, თუ მას "მანჩესტერ იუნაიტედის" მართვის შანსი მიეცა და გარწმუნებთ, მის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ.
ეს ერთ-ერთი მათგანია, რაც მხოლოდ ერთეულებს შეიძლება შეემთხვეს და არასდროს დამიმალავს, რომ მსგავსი გამოწვევები მაქეზებს.
"ოლდ ტრაფორდზე" თქვენთან მოსალმება "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის. "ქეროუ როუდზე" ჩვენი პირველი გამოსვლა ფრედ დასრულდა, რამაც დამარწმუნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სერიოზული პრობლემები არ აქვს.
შესაძლოა გუნდს უფრო ზუსტი მიმართულება უნდა მივცე.
ვიცი, რომ თქვენი ჭეშმარიტი მხარდაჭერის იმედის ქონა შეიძლება."
2. მოძულეთა იგნორირება
წარწერა პლაკატზე: "თავის მართლების სამი წელიწადი და გუნდი ჯერ კიდევ ნაგავშია. მშვიდობით ფერგი."
სხვათაშორის, ტიპმა, რომელმაც ეს წარწერა გააკეთა, საკმაოდ კარგად გაყიდა თავისი წიგნი.
3. მეკარის შეცვლა ლიგის თასის გადათამაშებაში.
სერ ალექსის ხელმძღვანელობის ქვეშ პირველი ტიტულის მოპოვებაში გადამწყვეტი ფიგურა ლეს სეილი გახდა. 1990 წლის ლიგის თასის ფინალში "ლუტონში" იჯარის წესით მყოფმა მეკარემ ჯიმ ლეიტონი ჩაანაცვლა. პირველ მატჩში "იუნაიტედმა" "კრისტალ პალასთან" ფრე ითამაშა (3:3). საპასუხო შეხვედრაში სეილიმ კარი მშრალად შეინახა, ხოლო "იუნაიტედმა" მინიმალური სხვაობით მოიგო. მატჩის შემდეგ მან საკუთარი მედალი ლეიტონს გადააწოდა, რომელმაც წინა შეხვედრაში დაიცვა კარი. ამრიგად, ფერგიუსონა თავისი პირველი ტიტული მოიგო.
5. მოდური ქუდების არჩევა
ჩაეთვალა.
6. სხვებისგან გადაღება
არ ჩაეთვალა.
7. ერიკ კანტონას შეძენა
1,2 მილიონად განხორციელებული შენაძენი საჭირო იყო მხოლოდ იმის გამო, რომ ზაფხულში შესყიდულ და უკვე გამოფიტულ დიონ დაბლინს შემცვლელი სჭირდებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ აცხადებდა პრეტენზიას 26 წლის შემდეგ პირველ ტიტულზე. კანტონამ კი ამაში დიდი დახმარება გაუწია გუნდს. თანაც არაერთხელ.
უნდა შეგახსენოთ, რომ იმ ზაფხულს ერიკზე უარი "შეფილდმა" განაცხადა:
8. საკუთარ საათზე შეხედვის მოწოდება
შემაშინებელი ტაქტიკა და გონების თამაშების შეუფასებლობა. ბოლო წუთზე გატანილი ამდენი გოლი. შემთხვევითობაა?
9. როი კინის შეძენა
სინანულის გარეშე.
1992/93 წლების სეზონში ბრაიან რობსონი, კლუბის ნამდვილი ლეგენდა ფორმაში არ იმყოფებოდა. საჭირო იყო ადამიანი, რომელიც რობსონს ჩაანაცვლებდა. ამაყი ირლანდიელი, რომელიც კლუბის ჰალსტუხს და მოკლემკლავიან პერანგს ატარებს. კინი 1993 წლის ზაფხულში ჩავიდა. 1994 წელს რობსონი "მიდსლბროს" მოთამაშე მწვრთნელი გახდა და ფოტოსესიაშიც ასახა ეს.
10. გადაღებებზე უარის თქმა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნომერ პირველი სინგლი და "Status Quo" 1994 წლის ზაფხულში გამოვიდა. ლი შარპი შესანიშნავად ატარებს დროს.
11. პარიზში გამგზავრება კანტონასთან სასაუბროდ
1995 წელს კანტონამ გულშემატკივარს დაარტყა. ერიკს თამაში დიდი ხნით აეკრძალა და კონტრაქტის გაწყვეტაზეც დაიწყო საუბრები. პარიზში გაემგზავრა იმ აზრით, რომ ფეხბურთის თამაშს ვეღარასდროს მოახერხებდა. ფერგიუსონიც მას გაჰყვა და წარსულისა და მომავლის შესახებ ბევრი ისაუბრეს.
"მიმაჩნია, რომ ის საათები, რომელიც ერიკთან ერთად გავატარე ყველაზე ღირსეული საქმეა, რაც ოდესმე გამიკეთებია."
12. კანჩელსკისის, ინსისა და ჰიუზის გაყიდვა
სამმა კარგმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვა და მათ ნაცვლად არავინ შეიძინეს. ფერგიუსონი მთლიანად ენდობოდა ახალგაზრდა თაობას.
მათ მოლოდინი გაამართლეს.
13. წინასწარმეტყველება იმისა, რომ "ლიდსი" უფრო მეტად ეცდება "იუნაიტედის" დამარცხებას, ვიდრე "ნიუკასლის".
მაშინ, როცა "ნიუკასლ იუნაიტედი" როგორღაც ახერხებდა ჩემპიონის ტიტულთან მიახლოებას და კევინ კიგანი ემოციურად გამოფიტული იყო, ფერგიუსონმა იწინასწარმეტყველა, რომ "ნიუკასლისთვის" ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო, ვიდრე ფერგის გუნდისთვის. "ლიდსის" შესახებ შემდეგი რამ განაცხადა:
"საკუთარ თავს ვუთხარი, რომ "ლიდსის" ფეხბურთელებმა მწვრთნელს თავსატეხი გაუჩინეს. დღეს ჩვენ წინააღმდეგ მათი თამაშის შემხედვარე ვიგრძენი, რომ ისინი მწვრთნელს ატყუებენ. თითქოს, ბევრისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება უფრო მნიშვნელოვანია. ეს სიბრალულს იწვევს. რა თქმა უნდა, როცა ისინი ნიუკასლში ჩავლენ, გასნხვავებას ვიხილავთ. საინტერესო იქნება."
კევინ კიგანის რეაქცია:
სერ ალექსი კი მშვიდადაა:
14. შესანიშნავი ასისტენტების შერჩევა
უოლტერ სმიტი - შოტლანდიის ნაკრების მომავალი მწვრთნელი.
კარლოს კეირუში - პორტუგალიის ნაკრების მომავალი მწვრთნელი.
სტივ მაკლარენი - ინგლისის ნაკრების მომავალი მწვრთნელი.
და რა თქმა უნდა, თითოეულმა მათგანმა არნახულ წარმატებას მიაღწია.