მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ მცველს სტივ ბრიუსს სჯერა, რომ იუნაიტედს აქვს ყველანაირი შანსი, რომ მანჩესტერულ დერბიში გამარჯვება მოიპოვოს. ყველა ბუქმეიკერის კოეფიციენტების მიხედვიტ იუნაიტედი ეტიჰადზე აუტსაიდერის რანგში მიდის. სტივ ბრიუსი, რომელმაც სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა იუანიტედის შემადგენლობაში, დარწმუნებულია, რომ ეშმაკებს აქვთ ყველანაირი შანსი იმისათვის, რომ გაიმარჯვოს:"ყველასათვის გასაგებია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორი მანჩესტერული კლუბი გამართავს. შესანიშნავი უქმეები გველის წინ. ამ მატჩის შედეგმა შეიძლება მნიშვნელობა იქონიოს სეზონის ბოლოს ჩემპონის გამოვლინებაზე. დიდია იმის შანსი, რომ იუნაიტედმა გაიმარჯვოს ამ დერბიში, რადგან სიტი არ არის კარგ ფორმაში, მათ არც სეზონის სტარტი ჰქონდათ კარგი.