თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2014, 14:13
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2113,
კომენტარები: 9
ფელაინი: "მე განტევების ვაცი ვიყავი"
მარუან ფელაინი შარშანდელ სეზონს იხსენებს.
ფელაინი:
მარუან ფელაინი აცხადებს, რომ შარშანდელ სეზონში განტევების ვაცად იქცა, ვინაიდან დევიდ მოიესის გუნდი მეშვიდე პოზოციაზე გავიდა პრემიერ ლიგაში. როდესაც მას ჰკითხეს, იმსახურებდა თუ არა მისდამი კრიტიკას მან უპასუხა: "მე არ ვიმსახურებდი ამას. რთული კითხვაა და პასუხიც რთული გასაცემია. გეთანხმებით რომ წინა სეზონი რთული იყო. გუნდში ახალი მწვრთვნელი მოვიდა და მუშაობა ბევრ ფეხბურთელს გაუჭირდა."

"ფეხბურთში ძლიერი მენტალიტეტი უნდა გქონდეს. მე ჩემი ოჯახი დამეხმარა სიტუაციიდან გამოსვლაში, თუმცა საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დამიკარგავს. ფსიქოლოგიური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია და მე სწორად რომ მაქვს ის დონე რომ წინსვლა განვაგრძო."

"გასული სეზონი რთული იყო ჩემთვის, მაგრამ მუნდიალი დამეხმარა სიტუაციიდან გამოსვლაში. დამეხმარნენ ასევე თანაგუნდელები და ეროვნული ნაკრების მწვრთვნელი. ეს დიდებული გამოცდილება იყო თითოეული ჩვენგანისთვის."

ფელაინი ასევე იმაშიც გამოტყდა რომ ამ სეზონში გაცილებით ბედნიერია.

"დევიდმა იცოდა ჩემი მონაცემების შესახებ. ამიტომაც შემიძინა მე. იცოდა რისი გაკეთება შემიძლია და სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს აქ. მაგრამ ახლა ვთამაშობ და ბედნიერი ვარ. როდესაც თამაშობ მაშინ ბედნიერიც ხარ. მაგრამ ამასთანავე მე ბევრს ვმუშაობდი და ვიმუშავებ სათამაშო დრო რომ მქონდეს."

"ახლა ფორმაში ვარ და თავს უკეთ ვგრძნობ. როდესაც სუპერ ფორმაში ვიქნები თავსაც უკეთ ვიგრძნობ. ამ სეზონის დასაწყისში ტრავმა მაწუხებდა. მითხრეს რომ ოპერაცია მესაჭიროებოდა, მაგრამ ეს ასე არ გამოდგა. ეს რთული ტრავმა იყო, მაგრამ ახლა კარგად ვარ და შემიძლია წინ გავიხედო. ამ მომენტში მწვრთნელი საჯარიმოსთან ახლოს მათამაშებს და მე გოლების გატანას ვცდილობ."
- დაასრულა ფელაინმა.

წყარო: RepublikOfMancunia
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
11 ნოემბერი 2014 15:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ერერა მირჩევნია ამას ისევ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Martial
11 ნოემბერი 2014 16:20
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
კარგ ფორმაშია და შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა
0
№3
ავტორი: AkkRed
11 ნოემბერი 2014 17:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შენ რაში მაინტერესებს როგორ ხარ -_- მთავარია გუნდისთვის შედეგი დადო თუნდაც ცალი ფეხით
0
№4
ავტორი: RojoDiablo
11 ნოემბერი 2014 18:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა იყო ადრე არ აქვს მნიშვნელობა. ჩაიარა ყველაფერმა. ახლა აწმყოა მთავარი და აწმყოში აჩვენე რაც შეგიძლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: გაბადაძე
11 ნოემბერი 2014 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Memgoni dgebi nelnela formashi da kaia gamogvadgeba mara amis dziritadshi yofnit erera gvechagreba da cudia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: red devil
11 ნოემბერი 2014 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საჭიროა ეს გუნდში თან მგონი ფორმაშიც შედის
0
№7
ავტორი: DiMaria
12 ნოემბერი 2014 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მე ჩემი ოჯახი დამეხმარა სიტუაციიდან გამოსვლაში, თუმცა საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დამიკარგავს.


როგორც ფერგიუსონი ამბობდა: "მთავარი რწმენა". ღმერთიც ხომ ამას ამბობს
0
№8
ავტორი: Mufc7
12 ნოემბერი 2014 11:31
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იყო წარსულში. ახლა ასეთუისე მოუმატა და ასე გააგრძელოს,მოუმატოს ნელ-ნელა. კრიტიკა სულ იქნება,მაგრამ არა იმ რაოდენობით,როგორც ადრე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2014 12:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ერერა ამას მირჩევნია 2 თავით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top