თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2014, 09:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1667,
კომენტარები: 8
ო'ნილი: "კინი და ფერგიუსონი უნდა შერიგდნენ"
მარტინ ო'ნილი თავისი ასისტენტის შესახებ საუბრობს.
ო'ნილი:
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ო'ნილმა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" ყოფილი ბოსი, სერ ალექს ფერგიუსონი და როი კინი საზოგადოების საჭორაო თემას წარმოადგენენ.

როი კინმა ახლახანს თავისი მეორე ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც სერ ალექს ფერგიუსონს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, რისი მიზეზიც 2005 წელს გუნდიდან გაგდება გახდა.

გასულ წელს, სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიაში შოტლანდიელმა მწვრთნელმა კინის ინტერვიუ "უმსგავსობად" და "ხუმრობად" მოიხსენია, რომელიც როიმ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას მისცა და რომელშიც იგი "მიდლსბროს" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში თავის თანაგუნდელებს აკრიტიკებდა.

ო'ნილი კი, რომლის ასისტენტი როი კინია ითხოვს, რომ ირლანდიელი და შოტლანდიელი შერიგდნენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" გასაოცრად წარმატებული იყო და ეს ორი ადამიანი გუნდის ფუნდამენტს წარმოადგენდა."

"მწვთნელი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ასეთი დროის მონაკვეთში ასე დიდი წარმატების მისაღწევად."

"ასე ხანგრძლივად ნებისმიერ გუნდში დარჩენა გასაოცარია; ისეთ გუნდში დარჩენა კი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" წარმატებას ერთი ორად ზრდის."

"სერ ალექსისთვის რომ გეკითხათ, ფსონს ჩამოვდივარ, რომ სამი ტრანსფერის განხორციელების უფლება რომ ჰქონდეს სამივეჯერ როი კინს იყიდდა. ამრიგად, ის ძალიან კარგ ფეხბურთელს შეიძენდა. აი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო როი ფერგიუსონისთვის. ორივე მათგანი ერთმანეთისთვის უმნიშვნელოვანესი გიფურა იყო წლების განმავლობაში და ჩემი აზრით ასეთი რამის დავიწყება არ ღირს."

"შესაძლოა ხალხს საკუთარი არგუმენტი ჰქონდეს და ვინ ვარ მე, რომ მათი არგუმენტები უარვყო, ვინ ვარ, რომ მათ შევედავო? ამას არც ვაპირებ, ყველაფერი, რის თქმაც მსურდა ეს არის ის, რომ ისინი უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან ერთმანეთისთვის და კარგი იქნება თუ, ამას საჯაროდ აღიარებენ. ვიცი, რომ გულის სიღრმეში იციან კიდეც ეს."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 ნოემბერი 2014 09:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მანჩესტერ იუნაიტედი" გასაოცრად წარმატებული იყო და ეს ორი ადამიანი გუნდის ფუნდამენტს წარმოადგენდა."


ფუნდამენტს, რომელზეც რამდენიმე სხვა სვეტი იდგა და მასზე მთელი მექანიზმი მუშაობდა. მექანიზმში დეტალებია მნიშვნელოვანი.

მე ვფიქრობ, სამარცხვინოა, რომ ორ ასეთ ადამიანს შორის ასეთი ურთიერთობაა დღეს და კარგი იქნება თუ ამას გამოასწორებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
11 ნოემბერი 2014 09:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეხლა რაღა აზრი აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: AkkRed
11 ნოემბერი 2014 09:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
ბრიტანლები არიან და ამათ ისეთი პრინციპები აქვთ არცერთი თავს არ დახრის და არ მივა მეორესთან
0
№4
ავტორი: temo-scholes
11 ნოემბერი 2014 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
mec sherigebis momxre var... Es iunaitedzec dadebitad aisaxeba...
0
№5
ავტორი: Mufc7
11 ნოემბერი 2014 11:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ავტობიოგრაფიული წიგნებით კბენენ ერთმანეთს მოკლედ რა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Best 7
11 ნოემბერი 2014 16:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
martla unda sherigdnen chveni ori legenda!
0
№7
ავტორი: Martial
11 ნოემბერი 2014 16:26
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
კინი ყველაზე დაბოღმილია და ყველას უტრაკებს, თავის წიგნში უწმაწური სიტყვების გარდა მგონი არაფერი უწერია
0
№8
ავტორი: DiMaria
12 ნოემბერი 2014 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მართლა რა ჯანდაბა ეტაკა ამას წასვლის შემდეგ. იმენა ყველას აჯვამს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top