ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
შაბათს, ჩვენი მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ უფრო ადვილია სიტყვების მოძებნა იმის აღსაწერად, თუ რა მოხდა ამ კვირაში.
"ოლდ ტრაფორდზე" გოლის გატანისგან გამოწვეული გრძნობის აღწერა შეუძლებელია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს განსაკუთრებულია... ეს ემოციის აფეთქებას ჰგავს, რომელსაც მოთამაშეებთან და ხალხთან ერთად იზიარებ. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი გოლი სამი ქულის მომტანია.
ამ კვირაში მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე კვირაა მოგების გარეშე ვართ და ამ მოგებამ ტოპ-გუნდებთან ახლოს დაგვაბრუნა, რაც უკეთესად მუშაობისკენ და თამაშის გაუმჯობესებისკენ მოგვიწოდებს. რა თქმა უნდა ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იქამდე მისაღწევად, სადაც გვსურს, მაგრამ როცა იმარჯვებ, ეს უფრო ადვილია.
უკვე მომდევნო თამაშზე ვფიქრობ, რომელიც ლონდონში "არსენალის" წინააღმდეგ გაიმართება. იმედი მაქვს მოვიგებთ და ჩვენ შედეგს გავაუმჯობესებთ.
შესაძლობლობას ვიყენებ, რათა ყველას კოცნა გამოგიგზავნოთ და რა თქმა უნდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხურვალე მხარდაჭერისთვის. ვცდილობ, თქვენთან ყოველთვის კარგ რამეზე ვისაუბრო და მას ამ ბლოგის საშუალებით გიზიარებთ.
მომდევნო ორშაბათს შევხვდებით. გკოცნით!
ხუანი.
წყარო:
manutd.com