თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2014, 18:38
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2140,
კომენტარები: 10
ოლდ ტრაფორდი პირველია
"იუნაიტედს" საუკეთესო მხარდაჭერა ჰქონდა
ოლდ ტრაფორდი პირველია
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს, რომლებიც შეკრებილნი არიან ოლდ ტრაფორდზე გასული 2 წლის განმავლობაში ხშირად საკუთარი გუნდის წარუმატებლობის ყურება უწევდათ, სწორედ ამიტომ ოლდ ტრაფორდი მუდმივად არ "მძვინვარებდა" და მისი ხმაური მეტოქეს ხანდახან ვერ უბენვდა გზა-კვალს...

თუმცა, გასულ კვირას ოლდ ტრაფორდი დანარჩენ 9 სტადიონს ბევრად აღემატებოდა ხმაურით. ინგლისური პრესის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ გაერკვია სტადიონების ხმაურიანობა "დეციბელებში". (დეციბელი - ელექტრო სიგნალის ხმის საზომი ერთეული). მათ შეამოწმეს ყველა, 10-ვე თამაში და აღმოჩნდა, რომ ოლდ ტრაფორდი საუკეთესო იყო.

"დეილი მეილი" ხსნის: "პატიოსნებისთვის, ყველა მატჩში სასტვენიდან 60 წამის განმავლობაში იწერებოდა ხმა. ასევე იწერებოდა ისეთ მომენტებში, როდესაც სახიფათო მომენტი იყო, ასევე ჩანაწერის გაკეთება არ ხდებოდა, როდესაც გუნდი გოლს იტანდა. ასე, რომ "დეციბელები" გაიზომა ძალიან პატიოსნად და თანაბარ სიტუაციაში".

ასევე აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ როდესაც სტადიონი თითქმის სავსეა და ეს თითქმის ყველა თამაშზე ასე იყო, ოლდ ტრაფორდის 30,000-ით მეტი ფანი გადამწყვეტი აღარ არის, გასაგები მიზეზების და გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (დასწრება: 75,325)
"დეციბელის" დონე - 84 (120-დან)

"სოტონი" - "ლესტერი" (დასწრება: 31,297)
"დეციბელის" დონე - 78

"სანდერლენდი" - "ევერტონი" (დასწრება: 43,476)
"დეციბელის" დონე - 78

"ტოტენჰემი" - "სტოკი" (დასწრება: 35,699)
"დეციბელის" დონე - 78

"ვესტ ბრომი" - "ნიუკასლი" (დასწრება: 26,476)
"დეციბელის" დონე - 78

"ლივერპული" - "ჩელსი" (დასწრება: 44,698)
"დეციბელის" დონე - 77

"სუონსი" - "არსენალი" (დასწრება: 20,812)
"დეციბელის" დონე - 76

"ქპრ" - "სიტი" (დასწრება: 18,005)
"დეციბელის" დონე - 76

"ბარნლი" - "ჰალი" (დასწრება: 16,998)
"დეციბელის" დონე - 74

"ვესთ ჰემი" - "ასტონ ვილა" (დასწრება: 34,857)
"დეციბელის" დონე - 74


ტესტი გაგრძელდება შემდეგ თამაშებზეც და ინგლისური გამოცემები აპირებენ 20-ვე სტადიონის ხმაურიანობის გამოკვლევას.

წყარო: Bleacherreport; Mirror; Eurosport.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
10 ნოემბერი 2014 18:57
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რავი, მე რო შეკრებიდან მოვდივარ იოგებს იქვე ვტოვებ ხოლმე და სტადიონზე რაღას ვიზამ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: RojoDiablo
10 ნოემბერი 2014 19:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ტევადობა ყველაზე მეტი გვაქვს და ამ კომპონენტში ვინმემ რომ გვაჯობოს ტეხავს. მაგალითად ენფილდზე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში "ჩელსი", "ჟოზე მოურინიო", "დიეგო კოშტა" და სხვა ჩანტები მესმოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: RedTeen
10 ნოემბერი 2014 19:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Dream theatre-"vistvis samotxe da vistvis jojoxeti"... Rogor minda ertxel mainc wavide, tundac iqve movkvde...mtavaria shevdzlo❤❤❤❤
0
№4
ავტორი: Martial
10 ნოემბერი 2014 23:10
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
შემიშვან და გავაუმჯობესებ მე wink
0
№5
ავტორი: DiMaria
11 ნოემბერი 2014 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დედა ვატირე ამის, თუ არ ავაფეთქო ღრიალში
0
№6
ავტორი: Macklemore
11 ნოემბერი 2014 01:19
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
პროგრესი აშკარაა გუნდში, ისევე როგორც გულშემატკივრობაში.

პროგრესი აშკარაა გუნდში, ისევე როგორც გულშემატკივრობაში.

პროგრესი აშკარაა გუნდში, ისევე როგორც გულშემატკივრობაში.
0
№7
ავტორი: red devil
11 ნოემბერი 2014 08:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ყველაზე მეტი დასწრება ოლდტრაფორდზეა ყოველთვის
0
№8
ავტორი: temo-scholes
11 ნოემბერი 2014 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
glory glory man utd....!!! 4ever!
0
№9
ავტორი: VaRdo
11 ნოემბერი 2014 16:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
love ყოველთვის ყველგან პირველები. მალე ისევ დავიბრუნებთ ფორმას და ცხრილშიც პირველები იქნებით. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: AkkRed
11 ნოემბერი 2014 17:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩვენი ფან კლუბი წაიყვანონ და 84 რა არი 184ზე ავწევთ love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top